„ტურიზმის ორგანიზაციას“ ღვინით და გასტრონომიით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო სიახლე აქვს, კერძოდ კი კომპანია მათ სთავაზობს ტრენინგს, რომელიც მორგებული იქნება მათ ინტერესებზე. ტრენინგი სახელწოდებით „ღვინის და გასტრონომიული ტურიზმი“ არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის შერწყმის შედეგად შემუშავებული კურსი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს.

აღნიშნული ტრენინგი შედგება 20 შეხვედრისგან, სადაც ჩაშლილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სფეროებში აქტუალურია. კურსის უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა და პროფესიონალი ტრენერები, რომლებიც ამ ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. დაინტერესებული პირები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ, რაც გამოხატული იქნება სალექციო ტიპის შეხვედრებით და გასვლითი ტურებით, როგორც თბილისში, ისე ქალაქგარეთ. კურსი გაჯერებულია სხვადსხვა დეგუსტაციებითა და საკვების დაგემოვნებით, რაც მას ორმაგად მომხიბვლელს ხდის.

ტრენინგი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც საქმიანობს ღვინის / გასტრონომიის მიმართულებით. ასევე ადამიანებისთვის, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ტურიზმის სფეროს ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ და სამომავლოდ გეგმავს დასაქმებას ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებას.

„ტურიზმის ორგანიზაციისთვის“ ყველაზე პრიორიტეტული გახლავთ შექმნას ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სეგმენტისთვის, შესაბამისად ჩვენთვის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე კომპანია ყველა ტრენინგზე სტუდენტებს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. გარდა ამისა „ტურიზმის ორგანიზაცია“ ერთი კომპანიიდან დაინტერესებულ 2 და მეტ ადამიანს 15%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს, რაც ჩვენს ორ მთავარ მოწოდებას – „მეტი განათლება ტურიზმს“ და „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს ახალი ცოდნის მისაღებად“ პასუხობს.

ტრენინგი საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე მარტის თვეში გამოჩნდება, წინასწარი რეგისტრაცია კი უკვე მიმდინარეობს ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც ასევე შესაძლებლობა გექნებათ ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა ტრენინგებსაც გაეცნოთ.

ტრენინგის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/wine-and-gastronomy-tourism/