ტურიზმი განვითარებას განაგრძობს, შესაბამისად ჩნდება სხვადასხვა მიმართულებები რომლებიც ტურისტების ინტერესებზეა მორგებული. სწორედ ესეთ მიმართულებას ეარმოადგენს ღვინის ტურიზმი.

საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. აშენდა ბევრი ახალი მარანი, რესტავრაცია ჩაუტარდა ბევრ ისეთ ისტორიულ მარანს, რომელიც ქვეყნის საგანძურს წარმოადგენს და ტურისტებისთვის მიმზიდველია, ასევე იყო პროექტი ღვინის გზა, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ღვინის მარშრუტები. განხორციელებული პროექტების გარდა, არის სამომავლო პერსპექტივებიც.

ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვან კომპონენტს ტურები წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვენახების მონახულებას, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესწავლას და დეგუსტაციებს. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს, ყველაზე მეტად ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ. ეს ყველაფერი კი საქართველოს ნამდვილად არ აკლია. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის სწორად გამოყენებით ტურიისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. როდესაც ღვინის ტურიზმზე ვლაპარაკობთ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ღვინის მუზეუმზე, რომელიც თბილისში მდებარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიაზე არის ვაზისა და ღვინის მუზეუმი. ამ მუზეუმში წარმოდგენილია უძველესი ქართული ღვინის ჭურჭლები, ქვევრები, ასევე მუზეუმი მოიცავს უძველეს ენოთეკას (საცავს), სადაც 25000-მდე ბოთლი, სხვადასხვა პერიოდის ღვინოა დაცული. მოკლედ რომ ვთქვათ ამ მუზეუმში არის ის ყველაფერი, რაც ღვინოსა და ვაზს ეხება.

ღვინის ტურიზმზე როდესაც ვსაუბრობთ საჭიროა ასევე განვიხილოთ ღვინის ტურისტები, რომლებიც  ღვინოსთან დამოკიდებულების მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფიან:

შემთხვევითი – მათ საბაზისო ცოდნა აქვთ ღვინოზე, მეურნეობაში მხოლოდ რეკლამის ნახვის შემდგომ ან ვინმეს რჩევით ხვდებიან და ღვინოს, ძირითადად, განწყობის მიხედვით იძენენ. 

დაინტერესებულები – ისინი ღვინის მეურნეობებს უბრალოდ ტურისტული მარშრუტის ნაწილად თვლიან, ცოდნა კი პირველი ტიპის ტურისტებზე შედარებით მეტი აქვთ. ღვინოს იმპულსურად ან პროფესიონალთა რჩევის გათვალისწინებით ყიდულობენ.

ენთუზიასტები – ეს ტურისტების ის ტიპია, რომლებიც ამ საქმით არიან გატაცებულნი. მათთვის ღვინის საწარმოში სტუმრობა რეგიონში ვიზიტის მთავარი მიზანია. ისინი პროფესიულ ლიტერატურას კითხულობენ და რეგულარულად აწყობენ ასეთ ტურებს. ყიდულობენ იშვიათ ღვინოებს, ისეთებს რომლებსაც სხვაგან ვერსად შეიძენენ, გარდა კონკრეტული მეურნეობისა.

დღეს ღვინის რეგიონებში ტურისტებისთვის, გარდა ტრადიციული ღვინის მარშრუტებისა და სპეციალური ღონისძიებებისა თითქმის ყველაფერია შესაძლებელი – ვენახში ქორწილის გადახდა და  ვენახების თავზე საჰაერო ბურთით ფრენა ასევე, გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფა და ცხენებით ჯირითი. სპეციალურ ღონისძიებებში შედის: შემეცნებითი ექსკურსიები, ვენახებისა და მარნების მონახულება, ღვინის საწარმოს მონახულება, ასევე მონაწილეობა თემატურ კულტურულ ღონისძიებებში, მაგ: ღვინის დაწურვის დღესასწაულზე და ა.შ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ღვინის ტურის დროს შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური ღვინო და საჩუქრადაც კი მიიღოთ იგი. ამ ტურში მხოლოდ დეგუსტაციისთვის არავინ მიდის, აქ მთავარი იმ საიდუმლოსთან ზიარებაა, რომლის მიხედვითაც მზადდება ესა თუ ის ავთენტური ღვინო.

საერთაშორისო გამოცდილებას რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა პოტენციურ ენო ტურისტს (ესე ეძახიან ტურისტს რომელიც დაინტერესებულია ვაზითა და ღვინით) თავდაპირველად მაინც საფრანგეთსა და იტალიაში მიუწევს გული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი ქვეყანა ცნობილია თავისი მრავალწლიანი ღვინის ისტორიით. თანამედროვე გაგებით მსოფლიო იყოფა ახალ და ძველ ღვინის სამყაროდ. ახალ სამყაროში შემავალი ქვეყენებია: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ ამერიკა და აშშ, ხოლო ძველ სამყაროს მიეკუთვნება: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა.შ. აქედან გამომდინარე მათი პრიორიტეტებიც განსხვავებულია. ახალი სამყაროს ქვეყნებისთვის ღვინის ექსპორტთან ერთად მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებაც, ხოლო ძველი სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის ექსპორტი და მისი ხარისხია, რაც შეეხება ღვინის ტურიზმის განვითარებას აქ განსხვავებული ხედვები აქვთ.
                                                       
საფრანგეთი – საფრანგეთში დაახლოებით 5000 ღვინის საწარმოა, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის 8 რეგიონშია იგი ტურისტებისთვის ოფიციალურად გახსნილი. მიუხედავად ამისა პრაქტიკულად ყველა სააავტომობილო გზაზე შევხვდებით აბრას წარწერით: Route du Vin (ღვინის გზა). მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ყველგან არის ღვინის დეგუსტაცია შესაძლებელი. ვენახების დათვალიერება მხოლოდ გზიდან შეიძლება, ღვინის დაგემოვნება კი შესაძლებელია მხოლოდ რესტორანში.

ესპანეთი – ხერესის და რიოხას ღვინის დიდი სახლები უკვე კარგა ხანია მასპინძლობენ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. მეღვინეები ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს იწვევენ, რომ ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად თანამედროვე და მიმზიდველი გახადონ. ასეთი საწარმოები ესპანეთში სოკოებივითაა, მაგ: რიოხაში Finca Allende-ს მეურნეობა, რომელმაც სულ ახლახან XVI საუკუნის კოშკი სასტუმროდ გადააკეთა. დღეს ესპანეთში ღვინის ტურიზმი 19 ღვინის მარშრუტს ეფუძნება. კოორდინაციას ორგანიზაცია Acevin-ი აწარმოებს, რომელსაც ესპანეთის ტურიზმის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები უჭერენ მხარს.   

იტალია -იტალიელები ფრანგებისგან განსხვავებით ღვინის ტურისტებს საკმაოდ ხალისიანად ხვდებიან. აქ გავრცელებულია “აგრიტურიზმო”(Agritourism) – ანუ სასტუმრო, რომელიც სწორედ ვენახებშია განთავსებული. იტალიაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თუ თქვენ რამდენიმე დღე გაატარეთ ამ სასტუმროში, არც კი მოგინდებათ, რომ სხვა საწარმოებს ესტუმროთ, რადგან ამ ტიპის სასტუმროში ყველა ის აქტივობაა წარმოდგენილი, რომელიც უკავშირდება ღვინის ტურიზმს.                                                    

პორტუგალია ტურისტებს ადგილობრივი ღვინით ხიბლავს, ამას ადასტურებს გამოკითხული ტურისტების რაოდენობა, რომელიც 37% შეადგენს. აქედან გამომდინარე პორტუგალია აქტიურად ცდილობს ტურისტებს შესთავაზოს განსხვავებული და საინტერესო ღვინის ტურები.

ძველი სამყაროსგან განსხვავებით  ახალ სამყაროში ღვინის ტურიზმი განვითარების საწყის სტადიაზეა, რადგან ვაზისა და ღვინის კულტურა ამ ქვეყენებში მე-20 ს-დან განვითარდა. რაც შეიძლება ავღნიშნოთ არის ის რომ, ეს ქვეყნები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტუსიტი მოიზიდონ, აქვთ უამრავი ღვინის ტურები და ძველი სამყაროს ქვეყნებისგან განსხვავებით ეს  ტურები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. ახალი სამყაროს ღვინის რეგიონებში სტუმრობისას ტურისტებს  სურვილი უჩნდებათ მოინახულონ რაც შეიძლება მეტი მეურნეობა, დღეში სამიდან ხუთამდე და თითოეულში სწრაფად დააგემოვნონ განსხვავებული ღვინოები შეიძინონ რამდენიმე ყუთი ღვინო, ასევე ესტუმრონ რამდენიმე რესტორანს.

ღვინის ტურიზმი საკმაოდ ფართო და საინტერესო მიმართულება, რომელზე ინტერსიც მუდმივად მზარდია, აქედან გამომდინარე „ტურიზმის ორგანიზაცია“ იწყებს ამ მიმართულებით ტრენინგის ჩატარებას, რომელსაც გაუძღვება ამ სფეროში წარმატებული და გამოცდილი ტრენერი. კურსი „ღვინის ტურიზმი“ სტარტს შემიდგომას აიღებს და დაინტერესბულ პირებს მრავალფეროვან თემებს შესთავაზებს.