ტურიზმმა 21-ე საუკუნეში უდიდესი მასშტაბები შეიძინა, ბევრი ქვეყნისთვის ეს სფერო გახდა ეკონომიკური სარგებლის მიღების კარგი შესაძლებლობა. ტურიზმი ფართო სფეროა, რომელიც აერთიანებს ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს. მათი ერთობლიობით იქმნება ჯაჭვი, რომელიც ამოძრავებს მას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ სფეროში განათლების მიღება.

დღეს მსოფლიოში უამრავი ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც ტურისტული ქვეყანა. მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იტალიას უჭირავს. ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია თავისი კულტურით, ისტორიიით, ტრადიციებით, გასტრონომიითა და ღვინით. ქვეყანამ ტურიზმის განვითარების სწორი პოლიტიკით მოახერხა ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დესტინაციაა მთელი წლის განმავლობაში, რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყანაში განმეორებითი ვიზიტები ძალიან ხშირია, ეს კი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ტურიზმში. იტალიის ასეთი წარმატების მიზეზი კი მაღალი განათლების დონე და კვალიფიციური კადრებია.

საქართველოში ტურიზმი განვითარების პროცესშია. საბედნიეროდ ქვეყანას აქვს უამრავი რესურსი ამ სფეროს კარგად განვითარებისთვის, თუმცა სამწუხაროდ განათლების დონე საკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა რჩება კომპონენტები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მაგალითად ისეთი როგორიცაა მომსახურების სფერო. ასევე პრობლემებს ვხვდებით ტურის მიმდინარეობისას, როდესაც გიდი მძღოლის ფუნქციას ითავსებს ან პირიქით, რაც უმეტეს შერმთხვევაში ტურისტისთვის მიუღებელია, რადგან ვერ იღებს იმ ხარისხის მომსახურებას რაც მას უნდა, რომ მიიღოს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს შესაძლბლობა ხარისხიანი განათლების მიღების ამ სფეროში. დღესდღეობით რამდენიმე უნივერსიტეტი სთავაზობს ტურიიზმის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს სტუდენტებს, თუმცა საუნივერსიტეტო განათლება მეტად თეორიულია და პრაქტიკის ნაწილს ნაკლებად მოიცავს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების არსებობა, რომელიც დაინტერესებულ პირებსს თეორიასთან ერთად პრაქტიკასაც შესთავაზებს.

ამჟამად ბაზარზე რამდენიმე ტრენინგ ცენტრი ოპერირებს, რომლებიც მხოლოდ ტურიზმის სფეროს განათლებით არიან დაინტერესებული. მათ შორის კი ერთ-ერთი „ტურიზმის ორგანიზაციაა“. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დაახლოებით ერთი წელია რაც გამოჩნდა ბაზარზე ამ პერიოდში მათ საკმაოდ ბევრი ტრენინგ კურსი შესთავაზეს მომხმარებლებს და წარმატებულად განახორციელეს. ორგანიზაცია შემოდგომიდან განახლებულ პროგრამებსა და ახალ კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომელიც ტურიზმში შემავალ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს.

ორგანიზაციისა და ტრენინგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე:https://to.edu.ge