ბოლო წლებია ტურიზმი საქართველოში განვითარებას განაგრძობს. ვითარდება სხვადსხვა მიმართულები, შენდება ახალი სასტუმროები და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩნდება ისეთი ახალი ტურისტული მიმართულებებიც, როგორიცა გასტრონომიული ტურიზმი.

რა არის გასტრონომიული ტურიზმი?

გასტრონომიული ტურიზმი – მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რაც დაკავშირებულია კვებასთან. ეს შიძლება იყოს კულინარიული მასტერკლასები, კულინარიული ტურები ა.შ. ამ მიმართულებით ძირითადად კულინარიის მოყვარული ადამიანები ინტერესდებიან.

ვინ შეიძლება იყოს კულინარიული ტურისტი?

კულინარიული ტურისტი არის ის ადამიანი, რომლის მამოტივირებელი ფაქტორი ქვეყნის გასაცნობად, არის საკვები და სასმელი. იგი ყოველთვის მიზანმიმართულად ირჩევს ლოკალურ, ადგილობრივ, ავთენტურ საკვებს და არასდროს არ შედის მასობრივ კვების ობიექტებში.


საქართველოში, გასტრონომიული ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება. ამას კი ხელს უწყობს ადგილობრივი, უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო, მრავალფეროვანი ადგილობრივი ვაზის ჯიშები, რომლისგან დამზადებული ღვინოებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გასტრონომიულ ტურიზმში.

გასტრონომიულ ტურიზმში მნიშვნელოვან კომპონენტს გასტრო ტურები წარმოადგენეს, რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია:

არასეზონურობა;
გასტრონომიული ტურები საშუალებას იძლევა განვითარდეს გამოცდილებითი ტურიზმი;
ტურიზმის ეს სახეობა მჭიდროთაა დაკავშირებული ღვინის, აგრო ა.შ ტურიზმთან;
თემატური ტურები გასტრონომიაში;

თემატური ტურები გასტრონომიის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ამ მიმართულებითაც, რადგან ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი კულინარიული „შედევრები“ გააჩნია. ეს საშუალებას იძლევა შევქმნათ ტურისტული პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება ყოველდღიური რუტინული საქმიანობით აქციონ საინტერესო პროდუქტი.

გიფიქრიათ თუ არა ხაჭაპურის ტურზე?!

შესაძლოა კი ან შესაძლოა არა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბანალური ხაჭაპურიც შეიძლება ვაქციოთ თემატურ გასტრო ტურად, რომელიც დაინტეტრესებას გამოიწვევს, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებში. ხაჭაპურის ტური დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაეცნონ ტრადიციებსა და კულტურას, რაც მთავარია დააგემოვნოთ იმ კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი ხაჭაპური. მაგ: სამეგრელოში-მეგრული, აჭარაში-აჭარული, იმერეთში-იმერული, მესხეთში-მესხური ა.შ. ხაჭაპურს კიდევ ბევრი ვარიაცია გააჩნია. ეს არის უბრალო მაგალითი თუ როგორ შეიძლება გავცდეთ ჩარჩოებს და შევქმნათ საინტერესო პროდუქტი.

გასტრონომიულ ტურიზმის წარმატების გარანტი საქართველოში ქართული სამზარეულოა. ქართულ სამზარეულოს უფრო საინტერესოს და მომხიბვლელს ხდის თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების, უმეტეს შემთხვევაში რადიკალური განსხვავება. საკვირველია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, სადაც რეგიონები ერთმანეთთან შესაძლოა საფეხმავლო ბილიკებითაც უკავშირდებოდეს, სადაც ყოველ რამდენიმე მეტრში იცვლება თითოეული მხარის კულტურა, ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, ყოფა–ცხოვრება… გვაძლევდეს ასეთ მრავალფეროვან კულინარიულ არჩევანს.

გასტრონომიული აღმოჩენები წარსულიდან

ქართულ გასტრონომია მუდმივად გვაოცებს, იცოდით თუ არა რომ ქართულ ყველის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს?

ისევე როგორც ქართული ღვინო, ყველიც გამორჩეული პროდუქტია. ამჟამად საქართველოში რამდენიმე მეწარმეა, რომელიც აწარმოებს ძველი ტრადიციული მეთოდისა და ინოვაციების შერწყმით სხვადასხვა ყველის სახეობას, რომელიც უკვე იქცა ტურისტულ პროდუქტად. 2018 წელს საქართველოში ჩატარდა „ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია“, რომელში მონაწილეობასაც იღებდა როგორც ევროპული ქვეყნებიდან დელეგაციები ასევე აზიიდან სპეციალური სტუმარი, რომელუც გახლდათ აზიის ეკოტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი. მან ქართული ყველის დაგემოვნების შემდეგ თავისი ემოციები გამოხატა და თქვა: “ამ ყველმა სამყაროზე ამიხილა თვალები“-Masaru Takayama

თითქოს არაფერი უბრალოდ სიტყვებია, თუმცა ძალიან დიდი აზრის მატარებელი. სასიამოვნოა, როდესაც სხვა ქვეყნიდან აფასებენ შენს ქვეყანაში შექმნილ პროდუქტს. ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ყველს აქვს დიდი პოტენციალი არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მოიპოვის აღიარება. გარდა ყველისა არსებობს ბევრი პროდუქტი, რომლის შესახებაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრების ყოველდღიურ რაციონს წარმოადგენდა.

მაგალითად:

აპოხტი-სამცხე-ჯავახური დელიკატესი, დამარილებული და გამომშრალი ხორცი.;
ბაქმაზი-თუთისგან დამზადებული თაფლი;
ხავიწი-მზადდება ერბოს, ფქვილისა და შაქრისან;
თაშმიჯაბი-ყველით გადაზელილი კართოფილის პიურე;
ბორანო-კარაქში ჩადნარი ყველი;
აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ.
აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი).
ქართულ კერძებსა და გასტრონომიას აქვს პოტენციალი გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ამ ყველაფერს კი ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი.

ინოვაციები გასტრონომიაში

ინოვაციები თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია. ყველა სფერო და მიმართულება მაქსიმალურად ცდილობს გაცდეს მისთვის დადგენილ ჩარჩოებს და მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი. გამონაკლისი არც კულინარია გახლავთ. დღეს ტრენდული გახდა მოლეკულური სამზარეულო, ასევე ტკბილი და ცხარე პროდუქტების შეხამება. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით შოკოლადს და წიწაკას ერთად ან სულაც ნაყინს და გუდის ყველს, თუმცა ეს ყველაფერი გასტრონომიისა და თანამედროვეობის შერწყმის შედეგია.

ამრიგად, გასტრონომიულ ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია, საჭიროა შევისწავლოთ რესურსები და პოპულარიზაცია მოვახდინოთ საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო უნდა გახდეს მოთხოვნადი გასტრო მიმართულება.