ტურიზმი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ყველა სფეროს სჭირდება კვალიფიციური კადრი, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც ხარისხიან ცოდნას მისცემდა ტურიზმით დაინტერესებულ პირებს.

“ტურიზმის ორგანიზაია” ბაზარზე სულ რაღაც ერთი წელია რაც ოპერირებს და საკმაოდ წარმატებულადაც. ორგანიზაციას აქვს  ბევრი საინტერესო ტრენინგი მათ შორის კი გამორჩეული ადგილი „ტურიზმის მენეჯმენტის ზოგად კურსს“ უჭირავს.

აღნიშნული ტრენინგი გახლავთ ზოგადი ხასიათის, რომელიც აერთიანებს ტურიზმის სფეროშო მნიშვნელოვან ბევრ კომპონენტს. ტრენინგი მოიცავს 20 შეხვედრას, სადაც წარმოდგემილია 20 განსხვავებული თემა და 20 განსხვავებული ტრენერი, რაც მას მეტად მიმზიდველს ხდის. ტრენინგში გაერთიანებულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: შემომყვანი ტურიზმი, გამყვანი ტურიზმი, სასტუმროს მენეჯმენტი, ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემები, გიდისთვის საჭირო უნარ – ჩვევები, ღვინის ტურიზმი ა.შ.

ტრენინგი დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მიიღოს ზოგადი ცოდნა ტურიზმის შესახებ და განსაზღვროს მისთვის საინტერესო მიმართულება. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის ვინც ამჟამად იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას და ასევე მათთვისაც, ვინც დასაქმებულია ტურიზმში და სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა საინტრესო თემებზე.  

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/turism-management/