ჩვენს გარშემო უამრავი სფერო არსებობს, თუმცა ალბათ რთულია, გამოყო რომელიმე მათგანი, რომელსაც უსასრულობა გააჩნია, რადგან არსებული რეალობით შეუძლებელია. ძირითადად ყველა პროფესიას გარკვეული ასაკი გააჩნია. მაგალითად ექიმი ხანდაზმულობაში ვეღარ არის პროდუქტიული და მას იძულებით უწევს თავი დაანებოს სამუშაოს, ასევე პედაგოგიც გარკვეული ასაკის შემდგომ ხვდება, რომ მას იმ ცოდნის გაცემა აღარ შეუძლია რასაც ადრე გასცემდა. ასევე არსებობს პროფესიები სადაც სქესია შეზღუდული. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ მუშა, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს და ქალბატონებისთვის ამ პროფესიით მუშაობა რთულია. პროფესიებთან დაკავშირებით არსებობს ასევე დოგმები, რომ პოლიციელი მაინდამაინც კაცი უნდა იყოს ან კულინარი ქალი, რომელიც რა თქმა უნდა რეალობისგან მოწყვეტილი ცნებებია.

მე დღეს გესაუბრებით სფეროზე, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ეს სფერო ტურიზმი და მასში შემავალი მრავალფეროვანი პროფესიებია.  ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად მზარდი სფეროა, რომელშიც გაერთიანებულია ბევრი კომპონენტი ისეთი როგორიცაა: განთავსების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, კვების ობიექტები, გიდები  ა.შ შესაბამისად მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყველა სეგმენტისთვის მოიძებნება რამე საინტერესო. ეს არის სფერო რომელსაც არ გააჩნია  ასაკი, სქესი და ეროვნება. ტურიზმი გლობალურად ვითარდება შესაბამისად მასში ჩართული ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. გარდა იმისა, რომ ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობა ყველას აქვს ამასთან აღნიშნული სფერო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანია არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოშიც. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში 40 წელს გადაცილებული პირისთვის ახალი სამსახურის პოვნა ძალიან რთულია, რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც კი რადგან შრომის ბაზარზე მოთხოვნები საჭიროზე მაღალია და დღეს რიგით თანამშრომელსაც კი ინგლისურის და კომპიუტერის მაღალ დონეზე ცოდნას სთხოვენ, უმეტეს შემთხვევაში კი მათ მუშაობის პროცესში საერთოდ არ სჭირდებათ მათი ცოდნა.  აქედან გამომდინარე ტურიზმი გახდა კარგი დასაქმების შესაძლობა.

საქართველოში ბოლო წლებში ტურიზმის აქტუალობა საგრძნობლად გაიზარდა რამაც გამოიწვია, ის რომ ამ სფეროში გაჩნდა ბევრი სამუშაო ადგილი და დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა. ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სოფელსა თუ ქალაქს დაუბრუნდა, რადგან მიხვდნენ, რომ ტურიზმი მათთვის კარგი შემოსავლის წყარო იქნებოდა მათ რეგიონში და მათ არ მოუწევდათ დედაქალაქში ჩასვლა სამუშაოს მაძიებლად. დღეს უამრავი მაგალითი არსებობს თუ როგორ შეძლო ბევრმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი გარემო შემოსავლის წყაროდ ექცია. მაგალითად ჩვენ ქვეყანაში ბევრი გესთჰაუსი არსებობს ტურისტულ ობიექტებთან, რომელში განთავსებაც ტურისტებისთვის სასიამოვნოა, რადგან მათ ადგილობრივი ბებოები და ბაბუები თბილ მასპინძლობას უწევენ. ორივე მხარე ბედნიერია, რადგან ჩამოსული ტურისტი იმ შთაბეჭდილებებსა და მომსახურებას იღებს რაც მას სურს, ხოლო ბებო კი შემოსავალს რომელიც მას სჭირდება.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა ტურიზმის სფეროში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს შესაძლებელი შეისწავლოს ტურიზმი. შესაძლოა დღეს ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მას შეუძლია დასაქმდეს ამ სფეროში და მისთვის დამაბრკოლებელი ასაკი არ იქნება, დღეს ბევრ ადამიანს იმედი აქვს დაკარგული, რომ მისთვის შესაძლებელი იქნება მუშაობა, თუმცა ტურიზმი იმდენად ხელმისაწვდომი სფეროა, რომ მათი ეს უიმედობა შესაძლოა დიდ პერსპექტივად იქცეს. ტურიზმის განათლების პოპულარიზაციაში აქტიურად არის ჩართული „ტურიზმის ორგანიზაცია“, რომელიც ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ კომპანიის მთავარი დევიზი გახდა „მეტი განათლება ტურიზმს“. ჩვენ ქვეყანას ჭირდება მეტი პროფესიონალი კადრი, ჩვენ ქვეყანას ჭირდება მეტი ტურისტი და ჩვენ ქვეყანას ჭირდება მეტი შემოსავალი, სწორედ ეს არის ის რისთვისაც ეს ორგანიაზიცია იღწვის.