21-ე საუკუნეში უცხო ენის/ენების ცოდნა მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. თითქმის არ არსებობს ისეთი სფერო, რომელიც არ ითხოვს ენის ცოდნას მინიმალურ დონეზე მაინც. დღეს ცხოვრება მეტად გამარტივებულია. ყველას აქვს შესაძლებლობა ინტერნეტის გამოყენებით მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერ სფეროზე, საკითხზე, ინტერესის საგანზე… და ა.შ, თუმცა ყველას არ აქვს ფუნუნება ეს ინფორმაცია მის მშობლიურ ენაზე ნახოს. საქართველოც იმ მრავალრიცხოვან ქვეყანას შორის ხვდება, რა ენაზეც ინფორმაცია მწირია ონლაინ სივრცეში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი ფლობდეს უცხო ენას, რომელიც მას საშუალებას მისცემს მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს.

გარდა იმისა, რომ უცხო ენები გვეხმარება საინფორმაციო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, არის კონკტეტული პროფესიები, სფეროები – რომლებიც უცხო ენის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორისაა ტურიზმი და მასში შემავალი კომპონენტები.

დღეს ტურიზმი ქვეყნის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყანას აქვს პოტენციალი ამ მიმართულებით მდგრადად განვითარდეს და გახდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი საფუძველი, შექმნას სამუშაო ადგილები და ამით თავის წვლილი შეიტანოს უმუშევრობის დონის შემცირებაში. (რომელიც ასევე თვითდასაქმებას გულისხმობს).

ტურიზმის სფეროში დასაქმებისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ უცხო ენების ცოდნა მნიშვნელოვანია, აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. ტურიზმის შრომის ბაზარი დღეს მოითხოვს კადრს, რომელიც ფლობს სპეციფიურ ცოდნას ტურიზმში უცხო ენაზე. თუმცა ბაზარი სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირებს ამ მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხო ენის ცენტრი არსებობს, არ არის შესაძლებელი მოკლე დროში შეისწავლო კონკრეტული მიმართულებით უცხო ენა, ძირითადად ყველა ცენტრი ზოგად ინგლისურს სთავაზობს მომხმარებელს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ტურიზმის ორგანიზაციამ“, რომელიც ოპერირებს ტურიზმის საგანმანათლებლო სფეროში, მიიღო გადაწყვეტილება ოქტომბრის თვიდან სხვა ახალ კურსებთან ერთად დაამატოს – ტურიზმის რუსულის და ტურიზმის ინგლისურის კურსები და დაინტერესებული პირებს შეასწავლოს კონკრეტული თემები, საკითხები და მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიები, რაც საჭიროა ტურიზმის სფეროში. აღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ კვლევებზე, რომელიც კომპანიამ ჩაატარა შრომის ბაზარზე, სადაც შეინიშნება ასეთი კონკრეტული ცოდნით კადრების სიმცირე.

ტურიზმის ინგლისურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/tourism-english/

ტურიზმის რუსულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/tourism-russian/