2020 წელი იწურება, თუმცა სამწუხაროდ პანდემია კვლავ არ დასრულებულა. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველო იბრძვის უხილავი მტრის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა  „ტურიზმის ორგანიზაცია“ კვლავ აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას და გთავაზობთ სხვადასხვა ონლაინ ტრენინგებს თქვენთვის საჭირო და აქტუალური თემების შესახებ.

ტურიზმის ორგანიზაციაში სიახლე გვაქვს და 1 დეკემბერს ახალ ტრენინგს ვიწყებთ: „ტურიზმის და მოგზაურობის საბაზისო კურსი“, რომელიც ჯამში 7 ლექციას მოიცავს. კურსი საინტერესოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ინტერესის სფეროსაც ტურიზმი წარმოადგენს – ვისაც სურს შეისწავლოს ახალი მიმართულება, მიიღოს უახლესი ინფორმაცია, ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მეტად მნიშვნელოვანი ინდუსტრისს შესახებ.  

მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია რთულ დროს ახალი ცოდნის მიღება და მაშინ, როცა დროებით შეჩერებულია ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ დრო არ დაკარგოთ, არ ჩამორჩეთ ტენდენციებს და მიიღოთ ახალი ცოდნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველაზე მზარდი სექტორი სწორედ ტურიზმი გახლდათ,თუმცა არ გვაქვს უფლება ტურიზმზე წარსულში ვისაუბროთ, ეს ხომ მომავლის ინდუსტრიაა! უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ ტურიზმზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება და ჩვენ მომზადებულები უნდა დავხვდეთ.სწორედ ამიტომ „ტურიზმის ორგანიზაცია“ ტურიზმის სამსახურშია, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებასა და სწრაფად აღდგენაში, ამიტომ გთავაზობთ 70% იან ფასდაკლებას აღნიშნულ ტრენინგზე და ნაცვლად 230 ლარის მისი ღირებულება 70 ლარი იქნება. ეს კი ბევრ თქვენგანს მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ სფეროს, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

„მეტი განათლება ტურიზმს“ ეს არის ჩვენი დევიზი, რომლითაც ვცდილობთ ყველასთან მოვიდეთ, გავიგოთ თქენი ინტერესები და შემოგთავაზოთ საინტერესო, აქტუალური და პრაქტიკული ტრენინგები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სფეროს უკეთ ათვისებაში.

ტრენინგის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/onlain-treningi-turizmis-da-mogzaurobis-sabaziso-kursi/