ტურიზმი – დასვენების, თავისუფალი დროის დახარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურიბას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს, ეს არიან პირები, ვინც ტოვებენ საკუთარ ჩვეულ – საცხოვრებელ გარემოს და მიემგზავრებიან სხვა ადგილას დასვენების, გაჯანსაღების, თავისუფალი დროის დახარჯვის, საქმიანი თუ სხვა მიზნით, მინიმუმ 24 საათის განმავლობაში და არაუმეტეს 1 წლის ვადით და რომელთა ფინანსური ანაზღაურება არ ხდება დროებითი ყიფნის ფინანსური წყაროებიდან.

ტურიზმი დღეს ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ და პოპულარულ ინდუსტიას წარმოადგენს, რომელის მუდმივად დინამიურად იზრება და ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩამოყალიბდა ტურიზმის სხვადასხვა სახეები და მიმართულებები, რადგან ტურიზმში ჩართულია სხვადასხვა სეგმენტის, გემოვნების, საჭიროებების მქონდე პირები, რომელთა დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებით. ამისათვის გთავაზობთ რამდენიმე ძირითად სახეობას, რომელიც ყველზე მეტად მოთხოვნადის ტურისტების მხრიდან.

კულტურული ტურიზმი – გულისხმობს კულტურული ძეგლების დათვალიერებას, ფესტივალების, მუზეუმების, კულტურული მოვლენების, ეროვნული ხელნაკეთობების, ტრადიციული კულინარიის გაცნობა დათვალიერებას. მოიცავს ტურიზმის თითქმის ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც დაკავშირებულია ერის ისტორიასთან, კულტურასთან, ეთნოგრაფასთან, მატერიალური და სულიერ მემკვიდრეობასთან

ეკო ტურიზმი ‐ მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვიცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ‐სოციალური ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას.

სათავგადასავლო – არის ტურიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას. სათავგადასავლო მოგზაურობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტურისტული აქტივობა, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ფიზიკური აქტივობა, კულტურული შემეცნება და ბუნების ჩართულობა. სათავგადასავლო ტურიზმის კატეგორიას განეკუთვნება – ლაშქრობა და ალპინიზმი, მთის მდინარეებზე ნავით დაშვება, ნადირობა, თევზაობა და მთების დალაშქვრა, თხილამურებით სრიალი, ცხენებით ჯირითი და ა. შ.

პილიგრიმული ტურიზმი – გულისხმობს მლოცველების მიერ სამლოცველო ადგილების მონახულობას და მოლოცვას, წმინდანების საფლავების, წმინდა ნაწილების მონახულობას .

აგრო ტურიზმი – ტურიზმის ის სექტორია, რომელიც ორიენტირებულია ბუნებრივი, კულტურულ‐ისტორიული და სხვა სასოფლო რესურსებისა და მათი სპეციფიკის გამოყენებაზე კომპლექსური ტურისტული პროდუქციის შესაქმნელად. აგროტურიზმი გულისხმობს ტურისტების განთავსებას თვით ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაცნობის მიზნით

MICE (საქმიანი) ტურიზმი – მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: Meetings – შეხვედრები, სტრატეგიული თათბირები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები. Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება. Conferences/Congresses – კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები. Exhibitions/Events – გამოფენები, კონკრეტულ (შემეცნებით, კულტურულ, მუსიკალურ, სპორტულ და ა.შ.) ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებები