ტურიზმი საქართველოში განვითარებას განაგრძობს. ყოველწლიურად შემოსული ტურისტების რაოდენობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ტურიზმის იმ მიმართულების განვითარებაზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო.

გამყვანი ტურიზმი საქართველოში მოთხოვნადი მიმართულებაა, თუმცა როგორც სტატისტიკური მონაცემები გვამცნობს ჩვენს ქვეყანაში ძირითადი აქცენტი შემომყვან ტურიზმზეა მიმრთული, რაც  ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თუმცა, არანაკლებ საჭირო მიმართულებაა გამყვანი ტურიზმი, რომელიც ორიენტირებულია დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მრავლფეროვანი ტურები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს ტურის ორგანიზება, სიღრმისეულად რომ შევხედოთ  საპასუხისმგებლო და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს დეტალებში შეისწავლო ყველაფერი.

გამყვანი ტურიზმი გეხმარებათ იყოთ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, შეისწავლოთ სხვადასხვა ქვეყნები, მათი კულტურა და აღმოაჩინოთ საინტერესო ტრადიციები. თუ გიყვართ მოგზაურობა და თავგადასავლები საუკეთესო შესაძლებლობაა იმუშაოთ სფეროში, რომელიც ფინანსურ სარგებელთან ერთად მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

გაინტერესებს გამყვანი ტურიზმი? და გსურს მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ტურიზმის ინდუსტრიის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ?

ტურიზმის ორგანიაზაცია შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს შეისწავლო დროის მოკლე პერიოდში გამყვანი ტურიზმისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ტრენინგს გაუძღვებიან პრაქტიკოსი ტრენერები, რომლებსაც ტურიზმის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ტრენინგი მორგებულია ყველა სეგმენტზე, რაც მას მეტად საინტერესოს ხდის.

ტურიზმის ორგანიზაციისთვის  პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება. აქედან გამომდინარე სტუდენტებს 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ.

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს ახალი ცოდნის მისაღებად!

ტრენინგთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას გაეცნობით მითითებულ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/outgoing-tourism/