საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციები:
გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია დაფუძნდა 1974 წელს მადრიდში. (UNWTO) არის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე. ამ ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწოდებული მონაცემები საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი. UNWTO -ს ოფიციალური ენებია: არაბული, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური
როგორც ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, UNWTO ხელს უწყობს ტურიზმს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის მამოძრავებელ ძალას და მხარს უჭერს ამ სექტორში ტურიზმის პოლიტიკის გატარებას.
UNWTO ხელს უწყობს ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსის დანერგვას, ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული სარგებლის მაქსიმალურად გამოიყენებას და ამავე დროს ამცირებს მის უარყოფით სოციალურ და გარემო ზეგავლენებს. იგი იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარება / პოპულარიზაციას, როგორც ინსტრუმენტს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად. UNWTO მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას მთელს მსოფლიოში.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო (WTTC) – მუშაობს იმისთვის, რომ მოგზაურობისა და ტურიზმის – მსოფლიოს ერთ – ერთი უდიდესი სექტორის შესახებ მოახდინოს ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ორგანიზაცია დაეხმარა ტურიზმის სექტორს დღეისთვის 284 მილიონი სამუშაო ადგილის და გლობალური მშპ-ის (9.8%) -ის წარმოქმნაში.
(WTTC) ჩამოყალიბდა 1991 წელს, მოგზაურობისა და ტურიზმის აღმასრულებელ დირექტორთა ჯგუფის მიერ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ტურიზმის სექტორის წვლილი ეკონომიკაში არ აისახებოდა, ასევე არ იქმნებოდა სამუშაო ადგილები. ორგანიზაციის მიზანი იყო ემპირიული მტკიცებულებების გამოყენება, იმისათვის რომ ხელი შეეწყო მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკური წვლილის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
WTTC არის ერთადერთი გლობალური ორგანო, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის ყველა მნიშვნელოვან მოთამაშეს (ავიაკომპანიები, სასტუმროები, კრუიზი, მანქანის დაქირავება, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები, GDS და ტექნოლოგია), რაც მათ საშუალებას აძლევს ისაუბრონ მთავრობასთან და არასამთავრობო რრგანიზაციებთან „ერთი ხმით“. მნიშვნელოვანია, რომ WTTC– ს გააჩნია ფართო გეოგრაფიული წარმომადგენლობა და მოიცავს ტურიზმის სექტორის ყველა ასპექტს, მათ შორისაა ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან მომსახურებას მოგზაურობასა და ტურიზმში.
WTTC ზედამხედველობს / მხარს უჭერს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობას, აწვდის მათ ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ მონაცემებს/შედეგებს, რომლებიც ემთხვევა ეკონომიკის საჭიროებებს, ადგილობრივი, რეგიონალური ხელისუფლების და ადგილობრივი თემების საჭიროებებს:
1. მთავრობები, რომლებიც პრიორიტეტად ასახელებენ მოგზაურობას და ტურიზმს;
2. ბიზნეს – ეკონომიკის დაბალანსება ხალხთან, კულტურასთან და გარემოსთან;
3. გრძელვადიანი ზრდისა და კეთილდღეობის გაზიარება;
რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები:
PATA დაარსდა 1951 წელს. PATA არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, როგორც კატალიზატორი მოგზაურობისა და ტურიზმის მდგრადი/პასუხისმგებლიანი განვითარებისათვის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში და მის შიგნით.
ასოციაცია უზრუნველყოფს წევრი ორგანიზაციების შესაბამის ზედამხედველობას, მათთვის საჭირო კვლევების მიწოდებას და ინოვაციურ ღონისძიებებს. ასოციაცია მოიცავს 95 სამთავრობო, სახელმწიფო და საქალაქო ტურიზმის ორგანიზაციებს, 25 საერთაშორისო ავიახაზებსა და აეროპორტებს, 108 სტუმართმოყვარე ორგანიზაციას, 72 საგანმანათლებლო დაწესებულებას და ასობით ტურისტული ინდუსტრიის კომპანიას აზიის წყნარ ოკეანეში და მის ფარგლებს გარეთ. ათასობით მოგზაურობის პროფესიონალი (travel professionals ) მიეკუთვნება მსოფლიოს 36 ადგილობრივ PATA წარმომადგენლობით ოფისებს. ეს ოფისები აწყობენ სამოგზაურო ინდუსტრიის ტრენინგებსა და ბიზნესის განვითარების ღონისძიებებს.
OTTI მდებარეობს საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის სავაჭრო დეპარტამენტში. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიების ოფისის (OTTI) მიზანია აშშ-ს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და მისი ექსპორტის გაზრდა, რითაც შექმნის აშშ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ეკონომიკას.
მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიების ოფისის (OTTI) ძირითადი ფუნქციებია:მოგზაურობისა და ტურიზმის სტატისტიკური სისტემის მენეჯმენტი, ინდუსტრიის ეკონომიკური წვლილის შესაფასებლად;
მოგზაურობისა და ტურიზმის სტატისტიკური სისტემის მენეჯმენტი, ინდუსტრიის ეკონომიკური წვლილის შესაფასებლად;
ექსპორტის გაფართოებისთვის საქმიანობის შემუშავება და ადმინისტრირება;
ტურიზმის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ზედამხედველობის გეგმის შემუშავება და მართვა;
ტექნიკური დახმარება ექსპორტის გასაფართოებლად (საერთაშორისო ტურიზმი) და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
(Destinations International) არის უმაღლესო დონის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს დანიშნულების ორგანიზაციებს, კონგრესებსა და ვიზიტორთა ბიუროებს მთელ მსოფლიოში.
როგორც მსოფლიოს უდიდესი ბაზა ოფიციალური დანიშნულების ორგანიზაციებისთვის, Destinations International – ი წარმოადგენს 6000-ზე მეტ პროფესიონალს მსოფლიოს 575 დანიშნულების ორგანიზაციიდან.
ისინი წევრებს – პროფესიონალებს, ინდუსტრიის პარტნიორებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს – უზრუნველყოფენ სასწავლო კვლევებით, განათლებით, ზედამხედველობით, ქსელის შესაძლებლობებითა და მარკეტინგული ბენეფიტებით მთელს მსოფლიოში.
ადგილობრივი ორგანიზაცია:
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანებია საქართველოს ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, ასევე საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
ადმინისტრაციას ჰყავს ხელმძღვანელი, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორცილებს ადმინისტრაციის საერთო ხელმძღვანელობას.