ღვინის და გასტრონომიული ტურიზმი

ფასი:
1,790 ₾

ტრენინგის შესახებ

  • ხანგრძლივობა: 60 საათი
  • კატეგორია:
  • სერტიფიკატი: დიახ
  • მდებარეობა: სასტუმრო: "რედისონი"
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 16067
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 10/03/2020
 

აღწერილობა

  • ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?

კურსის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის მიმართულებით: კვების ობიექტების მენეჯერები, ტურისტულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, მათ შორის ღვინის მწარმოებლები, ასევე ყველა ის დაინტერესებული პირი, ვისაც სურს შეისწავლოს ღვინის და გასტრონომიული ტურიზმის საკვანძო საკითხები.

  • რატომ ჩვენი ტრენინგი?

ტრენინგ–კურსს გაუძღვებიან:

➦ ღვინის ტურიზმის ტრენინგები – გიორგი დარციმელია (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის WEST-ის III დონის სერთიფიცირებული ტრენერი და საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი)
➦ გასტრონომიის ტრენინგები – დალი ცატავა (გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი და გასტრონომიული კულტურის მკვლევარი)

მოწვეული ტრენერები:

➦ ანა მიქაძე – ჩიკვაიძე – ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. “ყველის სახლის” დამფუძნებელი და მმართველი. ძველი მივიწყებული ქართული ყველების რეცეპტების მოძიების, აღდგენისა და დამზადების ინიციატორი და განმახორციელებელი.
➦ იაგო ბიტარიშვილი – მეღვინე, ქართული ბიო ღვინის მწარმოებელი, „იაგოს ღვინო“ – ს დამფუძნებელი და მფლობელი სოფელ ჩარდახში.
➦ ჯონ ვურდემანი – ამერიკელი მეღვინე, “ხოხბის ცრემლების” დამფუძნებელი.

გასვლითი შეხვედრები/ტურები:

➦ “ვინერია” – ქართული ღვინის კონცეპტუალური სივრცე თბილისში. გიორგი ნათელაური – “ვინერიას” დირექტორი.
➦ “შატო მერე“ – ღვინის სასტუმრო.
➦ ესმა კუნჭულია – გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი და კულინარი.
➦ “8000 მოსავალი” – ღვნის მაღაზიათა ქსელი და სადეგუსტაციო სივრცე.
➦ საოჯახო მეღვინეობა „თელედა ოგრო“- ს მეღვინეობა – საოჯახო მარანი თელავში, სოფელ შალაურში (მარნის მფლობელი და მეღვინე  თემურ დაქიშვილი)
➦ შავი ლომი – შემაჯამებელი ტრენინგი + ვახშამი + დაჯილდოვება / სერთიფიკატების გადაცემა.

2 ვახშამი, 3 დეგუსტაცია, წასახემსებლები&აპეტაზაირები

➦ შატო მერე – ვახშამი
➦ 8000 მოსავალი, ვინერია, – ღვინის დეგუსტაცია და წასახემსებელი
➦ შავი ლომი – შემაჯამებელი შეხვედრა და ვახშამი

  • კურსის მიზანი:

კურსის მიზანია ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესებულ პირებს მისცეს ან გაუღრმავოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ტურიზმის ამ ორი მიმართულების შესახებ. მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ არის შესაძლებელი საქართველოში ღვინის და გასტრონომიული ტურიზმის დაგეგმვა, განვითარება და მართვა, რა აუცილებელი პირობებია საჭირო ამ სფეროში მუშაობისთვის ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის.

____________________________________

კურსის მოკლე აღწერა:

ლექცია I – ღვინის ტურიზმის განსაზღვრება; ღვინის ტურიზმის მიმართულებები;
➦ ღვინის ტურიზმის განსაზღვრება (ტერმინოლოგიები);
➦ ტრადიციული ბაზრები – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია;
➦ ახალი სამყაროს ქვეყნები – ახალი ზელანდია, ავსტრალია, აშშ, ჩილე, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა

შეხვედრა II – მევენახეობა და მეღვინეობა:
➦ ძირითადი ქართული და საერთაშორისო ვაზის ჯიშები;
➦ ღვინის ტიპები და სტილები;
➦ ღვინოების კლასიფიკაცია;

შეხვედრა III – ღვინის ტურიზმი საქართველოში და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ და რეგიონალურ განივთარებაში;
➦ ღვინის ტურიზმის გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე;
➦ ღვინის ტურის ფორმირება და წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოში;
➦ ქვევრის ღვინის წარმოება;

შეხვედრა IV – ღვინის ტურიზმის საკვანძო ელემენტები და თანამედროვე პრაქტიკა
➦ როგორ შევქმნათ, გავყიდოთ და ვმართოთ ღვინის ტური?
➦ უცხოური და ქართული მეღვინეობების ტურისტული გამოცდილება;

შეხვედრა V – ვინ არიან ღვინის ტურისტები და რა უნდათ მათ?
➦ პროფესიონალები;
➦ მოყვარულები;
➦ სხვები;

შეხვედრა VI – სანახაობა, რიტუალები და ფესტივალები ღვინის ტურიზმში;

შეხვედრა VII – ღვინის მარკეტინგი და გაყიდვები – 8000 მოსავალში ვიზიტი
➦ ღვინის ბაზრის მიმოხილვა – მსოფლიო და საქართველო;
➦ ბაზრების მოძიება და მათთან დაკავშირება;

შეხვედრა VIII – ღვინის დეგუსტაცია – თეორია და პრაქტიკა (გასვლითი ლექცია ვინერიაში და ღვინის დეგუსტაცია)
➦ ღვინის დეგუსტაციის წესები – სისტემური მიდგომა დაგემოვნებისადმი;
➦ სადეგუსტაციო ჭურჭელი და ღვინის სერვისი;

შეხვედრა IX – ინოვაციები და დამატებული ღირებულების მომსახურებები ღვინის ტურიზმში;
➦ ღვინის სპა (ენოთერაპია) და კოსმეტიკა;
➦ ღვინის ფესტივალები;
➦ მასტერკლასები, ვენახის აქტივობები და სხვა ანიმაციები;

შეხვედრა X – ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
➦ საერთაშორისო ტენდენციები – სტატისტიკური მიმოხილვა;
➦ ქვეყნის პოტენციალის მიმოხილვა ამ კუთხით;

შეხვედრა XI – პრაქტიკა თელედას საოჯახო მარანში და “შატო მერეში”  (გასვლით ტური კახეთში)
➦ წარმოება;
➦ ტერიტორიის მოწყობა;

შეხვედრა XII – ღვინის ტურიზმში ჩართული ძირითად მხარეები და მათი მნიშვნელობა
➦ მარნის მეპატრონე;
➦ გიდი;
➦ სტუმარი/ტურისტი;
➦ რესტორანი;

შეხვედრა XIII – რატომ გახდა  დღეისთვის კვების კულტურისა და კულინარიის თემა ასეთი აქტუალური
➦ გასტრონომიული კულტურა;
➦ გასტრონომიული ტურიზმი;
➦ კვების სახეობები მსოფლიოში: ვეგეტარიანელობა, სლოუ ფუდი და ფასტ ფუდი;

შეხვედრა XIV – ქართული გასტრონომიული კულტურა სრულიად უნიკალური ფენომენი;
➦ რეგიონების სამზარეულო;
➦ საკვები, როგორც მედიატორი რიტუალებში. პური, როგორც სარიტუალო პროდუქტი სხვადასხვა კულტურებში და ქართული პურის ფენომენი;
➦ ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი და გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში;

შეხვედრა XV – გასტრონომიული კულტურა
➦ გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;
➦ გასტრონომიული სუვენირების ბაზრის განვითარება;

შეხვედრა XVI – გასტრონომიული ტურიზმი და მისი სახეები;
➦ გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი;
➦ ვინ არის გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტი; 

შეხვედრა XVII – კლასიკური გასტრონომიული კულტურის ჩამოყალიბება და მისი განვითარების გზები
➦ სარესტორნო ბიზნესი – მიშლენის Michelin გზამკვლევის ქეისი; გო ე მიო Gault&Millau;
➦ ფესტივალები და კონკურსები მისია და იდეა სარესტორნო ბიზნესში – Bocuse d´Or ბოკიუზ დ’ორი;
➦ ცნება ევროპული სამზარეულო; ფრანგული კლასიკა.

შეხვედრა XVIII – ქართული ყველი – ანა მიქაძე
➦ ქართული ყველი და მისი გამოყენება ტურიზმისათვის;
➦ ქართული ღვინის და ყველის შეხამება (მასტერკლასი);
➦ რეკომენდაციები ქართული კერძებისა და ღვინის შეხამების შესახებ;

შეხვედრა XIX – (გასვლითი ლექცია გასტრონომიულ მუზეუმში – ესმა კუნჭულია)

შეხვედრა XX – ფინალური შეხვედრა და ვიზიტი შავ ლომში;
➦ ქართული სუფრა და რიტუალური დანიშნულების კერძები. ლხინის და ჭირის სუფრა, თამადის ინსტიტუტი და მერიქიფე; – ერთობლივად;
➦ მერიკო გუბელაძის მასტერკლასი;
➦ დაჯილდოვება / სერთიფიკატების გადაცემა;

____________________________________

● კურსის სრულ სილაბუსის გაეცნობით აქ – განახლდება მალე

სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგის ღირებულება:
➦ 750 ლარი “გასტრონომიული ტურიზმი” – (7 ტრენინგი და შემაჯამებელი შეხვედრა);
➦ 1150 ლარი “ღვინის ტურიზმი” –  (12 ტრენინგი და შემაჯამებელი შეხვედრა);
➦ 1790 ლარი – სრული ტრენინგის ღირებულება;

 ანგარიშსწორების პირობები:
შესაძლებელია თანხის 2-3 ნაწილად გადახდა.
➦სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.

● თარიღები: განახლდება მალე!
კვირაში სამი დღე, 2:30 საათი დღეში
სამშაბათი – ხუთშაბათი: 19:00 საათიდან 21:30 – საათამდე
შაბათი: 11:00 საათიდან დან 13:30 საათამდე
ჯამში: 60 საათი

● კურსზე ჩაწერა/რეგისტრაცია
კურსზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია –> http://bit.ly/3afCSa2

ტრენინგები ჩატარდება რადისონ ბლუ ივერიაში.

● +995 32 24 24 1 24
● +995 557 307 337
● მისამართი: რესპუბლიკის მოედანი N1
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge

 
 

ტრენერები

  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი

  • საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი