2020 წელი მსოფლიოსთვის განსხვავებულად დაიწყო, რადგან გამოჩნდა ვირუსი, რომელმაც მთელი სამყარო კარანტინში მოაქცია. დაიხურა ყველაფერი, შეჩერდა მიმოსვლა, აქტიური ცხოვრება კი პასიურმა ჩაანაცვლა… შესაბამისად ადამიანები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე, როგორ მოეხდინათ ადაპტირება არსებულ გარემოსთან. ბევრმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც დაიწყო დისტანციურ რეჟიმში ცხოვრება, რაც ბუნებრივია დიდი გამოწვევა იყო ყველასთვის.
საქართველო წარმატებით გადავიდა ცხოვრების ახალ წესზე და მათ შორის ყველაზე ეფექტური ონლაინ განათლება აღმოჩნდა. ქართული ონლაინ სწავლების მოდელი ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიოში. სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და შესაბამისად ბაზარზე გამოჩნდა უამრავი ონლაინ ტრენინგი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებასა და თემას აერთიანებდა. მკვეთრად კონკურენტულ ბაზარზე ამ მხრივ “ტურიზმის ორგანიზაცია” ერთ–ერთი გამორჩეული აღმოჩნდა, რომელმაც დღესდღეობით ორი ყველაზე აქტუალური თემა (სოფელი და ტურიზმი) გააერთიანა და მომხმარებელს „სოფლის ტურიზმის“ ტრენინგი შესთავაზა.
„სოფლის ტურიზმის“ ონლაინ ტრენინგი არის პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსი, რომელიც დაკომპლექტებულია ტურიზმის სფეროში წარმატებული ექსპერტებითა და აგრო ტურიზმში ჩართული ბიზნესის მფლობელებით, რომლებიც უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას დაინტერესებულ ადამიანებს. ტრენინგი შედგება 8 ლექციისგან და დამატებით ბონუს/საკონსულტაციო შეხვედრისგან, სადაც დამსწრეებს საშუალება აქვთ მათი იდეის შესახებ პროფესიონალური კონსულტაცია მიიღონ.
ტრენინგი საგანმანათლებლო სივრცეში მაისის მიწურულს გამოჩნდა და მცირე დროში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. სწორად შერჩეულმა თემებმა, ტრენერთა კვალიფიკაციამ და ხელმისაწვდომმა ფასმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო და პირველად ორგანიზაციის არსებობის მანძილზე ტრენინგზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა – 42 ადამიანი დაფიქსირდა.
ტრენინგი ონლაინ სივრცეში პლადფორმა ზუმის მეშვეობით გაიმართა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანებს წვდომა ჰქონოდათ მთელი საქართველოდან. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ: მაღალ მთიანი აჭარიდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან და სხვა რეგიონებიდან, ამან კი ტრენინგი ორმაგად საინტერესო და ინტერაქციული გახადა. ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელშიც გააზიარეს, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3fgl4NT
წარმატებული ტრენინგის შემდეგ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს „სოფლის ტურიზმის“ ტრენინგის მეორე ნაკადი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა ფართო სეგმენტისთვის.
“ტურიზმის ორგანიზაციის” მიზანია ყველა ადამიანს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიც არის სტუდენტებისთვის – 10 %, ხოლო ოჯახიდან და კომპანიებიდან 2 და მეტი ადამიანის შემთხვევაში 15 %–იანი ფასდაკლება.
“ტურიზმის ორგანიზაცია”ასევე გეგმავს სხვადასხვა ტრენინგების ონლაინ შეთავაზებას მომხმარებლისთვის, რადგან არსებული სიტუაციით ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის ტრენინგები აუდიტორიაში გაიმართოს. უხლოს მომავალში იგეგმება “გასტრონომიული ტურიზმისა” და “შემომყვანი ტურიზმის” ონლაინ ტრენინგები, რომლებიც “სოფლის ტურიზმის” ტრენინგის მსგავსად დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ გამოცდილებაზე.
“სოფლის ტურიზმის” ტრენინგის მეორე ნაკადზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, რომელიც 23 ივნისიდან დაიწყება. ტრენინგის დეტალები კი შეგიძლია ნახოთ აქ: https://to.edu.ge/trainings/soplis-turizmi/