როგორ ვაქციოთ სოფელი ტურისტულ მიმართულებად
ტრენინგის შესახებ
- ხანგრძლივობა: 12 საათი
- კატეგორია: ტრენინგები
- სერტიფიკატი: დიახ
- მდებარეობა: ონლაინ "ZOOM"
- ენა: ქართული
- ნახვა: 49271
- წინაპირობები: არა
- სირთულე: დამწყები
- დაწყება: 19/07/2022
აღწერილობა
- ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?
ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გააჩნია მეურნეობა და აქვს სურვილი გარდაქმნას იგი აგროტურისტულ მეურნეობად. ასევე შიდა ტურიზმში ჩართული ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მზად არიან გახდნენ მასპინძლები. გარდა ამისა ტრენინგი საინტერესოა მათთვის, ვისაც შეუძლია აგრო რესურსების გაერთიანების გზით მოახდინონ სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების შექმნა/რეალიზაცია და სოფლად მატერიალური დოვლათის შექმნა და მათთვისაც, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს რჩევა / კონსულტაცია საკუთარი იდეა – პროექტის სწორად დაგეგმარებაში;
- რატომ ჩვენი ტრენინგი?
ჩვენ გვყავს პრაქტიკოსი ტრენერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ ამ მიმართულებით მუშაობის, შესაბამისად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დროის მოკლე პერიოდში საბაზისო ინფორმაცია მიიღოთ სოფლის ტურიზმში არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ. ტრენინგი ონლაინ გაიმართება, რაც მას ორმაგად პრაქტიკულს და ხელმისაწვდომს ხდის.
- კურსის მიზანი:
კურსის ძირითადი მიზანია მსმენელებს დისტანციურ რეჟიმში მივაწოდოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარებათ სამომავლოდ დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები სოფლის ტურიზმის მიმართულებით, გარდა ამისა გაეცნონ ამ მიმართულებით მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ სიახლეებსა და ინოვაციებს.
____________________________________
კურსის მოკლე აღწერა:
ლექცია I – სოფლის ტურიზმის მნიშვნელობა – 19.07.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ რა არის სოფლის ტურიზმი? ქართული & საერთაშორისო გამოცდილება;
➦ ადგილობრივი გარემოს კვლევა, მახასიათებლების განსაზღვრა ლოკალურ და რეგიონალურ დონეზე;
➦ ადგილობრივი პროდუქტის კვლევა, შესაძლებლობების განსაზღვრა, ადგილობრივების ჩართულობა;
➦ სოფლის ტურიზმი დღეს, განვითარების რა ნიშნულზე იმყოფება და რა პერსპექტივები აქვს ვირუსის შემდგომ;
შეხვედრა II – აგროტურისტული მეურნეობის შექმნა (როგორ მოვახერხოთ კრიზის დროს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება) – 20.07.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ წარუმატებლობის შიშის დაძლევა;
➦ უნიკალური პროდუქტის შექმნა;
➦ ტურისტული სივრცის მოწყობა & თავისებურებანი;
➦ სერვისის განსაზღვრა, შეთავაზებების ჩამოყალიბება, პაკეტის შექმნა – კონკრეტული მაგალითის განხილვა;
➦ პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა / სასიცოცხლო ციკლი;
შეხვედრა III – გრანტები & პროექტები – 21.07.2022 – ნინო თიგიშვილი
➦ დაფინანსების & თანადაფინანსების გზები;
➦ საგრანტო განაცხადის მომზდება;
➦ საგრანტო კონკურსებთან წვდომა;
➦ საერთაშორისო და ადგილობრივი საგარნტო კონკურსები;
შეხვედრა IV – მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება აგრო ტურისტული მეურნეობსთვის – 22.07.2022– თორნიკე გურული
➦ ბაზრის კვლევა;
➦ სეგმენტაცია / მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
➦ ბრენდინგი / ბრენდის შექმნა;
➦ საკომუნიკაციო არხები და მათი გამოყენება;
➦ ტურისტების ინტერესის / ქცევის შესწავლა და პროუქტის შექმნა მათი ინტერესების გათვალისწინებით;
შეხვედრა V – მარკეტინგული სტრატეგიები & საკომუნიკაციო არხები – პრაქტიკულ მაგალითის განხილვა – 25.07.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ ბრენდის შექმნა;
➦ პროდუქტის & ლოკაციის ცნობადობის განსაზღვრა & ზრდის მექანიზმები;
➦ მიწოდების არხები: სოციალური მედია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლი;
➦ მასმედია, ინფო-ტურები, ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ფესტივალები;
➦ Storytelling ;
შეხვედრა VI – აგრო ტურიზმის მნიშვნელობა ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის – 26.07.2022 – ნინო თიგიშვილი
➦ როგორ შეუწყობს ხელს აგრო ტურიზმი, ტურიზმის მდგრად განვითარებას;
➦ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის აგრო ტურიზმის განვითარება;
➦ აგრო ტურიზმი, როგორც ეკო ტურიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტი;
შეხვედრა VII – გასტრონომიული ტურიზმი, როგორც სოფლის ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტი – 27.07.2022 – დალილა ცატავა
➦ ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც უნიკალური ფენომენი (გასტრონომიის როლი სოფლის ტურიზმში);
➦ ვინ არის გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტი;
➦ გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;
➦ გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში (ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი);
➦ გასტრონომიული ფესტივალები და მისი მნიშვნელობა ტურიზმში;
შეხვედრა VIII – წარმატებული ამბავი (Success story) – აგრო ტურისტული მეურნეობა “ქორენა” – 28.07.2022– მაია კეზევაძე
➦ აგრო ტურისტული მეურნეობა “ქორენა” (კონცეფცია და ტურისტული ობიექტის დაარსება);
➦ მიზეზი თუ რატომ ვიწყებთ საქმიანობას სოფლის ტურიზმში (რჩევები დამწყებთათვის);
➦ როგორ შევადგინოთ საქმიანობის გეგმა;
➦ ფინანსური შესაძლებლობების სწორად გათვლა;
➦ ადგილების დაჯავშნის სისტემები;
➦ როგორ შევადგინოთ ბინაში ყოფნის წესები, და როგორ მოვაწყოთ სტუმრისთვის ოთახები;
შეხვედრა IX – პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ეკოტურისტული მეურნება “კომლი”-ს მაგალითზე – 29.07.2022 – ლიკა მეგრელაძე
➦ როგორ დავიწყოთ ბიზნესი? (ბიზნესის დასაწყებად რა ფინანსური კაპიტალი და ადამიანური რესურსის საჭიროებაა);
➦ რა დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს საწყის ეტაპზე და როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში;
➦ რა არის უნიკალური პროდუქტი და რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს ბაზარზე განსხვავებული ნიშა?;
➦ ჩაი, როგორც ძირითადი ტურისტული პრდუქტი და ჩაის ტურები ეკოტურისტული ობიექტის “კომლი”-ს გარშემო;
➦ ავთენტური სამზარეულო – რას ვთავაზობთ;
➦ ტურისტული სივრცის მოწყობა და მისი თავისებურებანი;
➦ როგორ მოვახერხოთ სწრაფად მზარდ კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება;
➦ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები – კომუნიკაციის ფორმები და შეთავაზების მრავალფეროვნება;
____________________________________
● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
● ტრენინგის ღირებულება: 190 ლარი, 450 ლარის ნაცვლად!
● ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.
● თარიღები:19.07.2022-29.07.2022
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 12 საათი
● კურსზე ჩაწერა/რეგისტრაცია
კურსზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია –> https://bit.ly/3y81ZbC
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ “Zoom” – ში.
● +995 557 00 – 93 -00
● მისამართი: არაყიშვილის #8ა
● to.edu.ge@gmail.com
● www.to.edu.ge
ტრენერები
-
აგრომეურნეობა ქორენა-ს დამფუძნებელი
-
მარკეტერი, PR-ის სპეციალისტი
-
პროექტების მართვისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტი; ნიყვის კომუნის დამფუძნებელი
-
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი