გთავაზობთ ოთახის კატეგორიების ტერმინოლოგიის განმარტებებს:

▶ SGL – Single – ერთადგილიანი
▶ DBL – Double – ორადგილიანი (ერთი მთლიანი საწოლით)
▶ TWIN – ორადგილიანი (2 განცალკევებული საწოლით)
▶ TRPL – Triple – სამადგილიანი (როგორი ტიპის საწოლები იქნება უნდა დაზუსტდეს, თუ
მნიშვნელოვანია)
▶ Quad – ოთხადგილიანი
▶ Extra Bed – დამატებითი საწოლი
▶ Queen – Queen size bed – საწოლის ზომა დაახლ. 150სმ
▶ King – King size bed – საწოლის ზომა მინ 180სმ
▶ Studio – ოთახი, სადაც საძინებელთან ერთიან სივრცეში არის პატარა სამზარეულო კუთხეც.
▶ Connecting rooms – ნომრები ერთმანეთში გამავალი კარით.
▶ Adjoining rooms – ოთახები რომლებსაც აქვს საერთო კედელი მაგრამ არ აქვს გამავალი კარი
▶ Duplex – ორსართულიანი ნომერი, შეიძლება ანტრესოლით
▶ Family rooms – საოჯახო ტიპის ნომერი ბავშვებით განთავსებისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის:
ერთი დიდი ნომერი შუაში პატარა ტიხრით, ან გამყოფი კარით, 1 ან 2 სააბაზანოთი და ა.შ.
განსხვავდება სასტუმროების მიხედვით)
▶ Accessible Room / Disabled Room – შშმ პირებისთვის განკუთვნილი ნომრები