🏩 ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ განთავსების ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვან ტერმინოლოგიებს.

▶ No Show – სასტუმროში არ გამოცხადება
▶ Check in – სასტუმროში შესვლის რეგისტრაცია
▶ Check out – სასტუმროდან გამოსვლის რეგისტრაცია
▶ RO – Room Only – მხოლოდ ნომრის ღირებულება კვების გარეშე.
▶ ROH – Run of House – წინასწარ არ იცი რომელი ტიპის ოთახი შეგხვდება. ჩეკინის დროს
სასტუმრო გაძლევთ იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი კატეგორიის ნომერს.
▶ BB – (bed & breakfast) – ნომერი საუზმით
▶ HB – Half Board – ორჯერადი კვება. ძირითადად საუზმე და ვახშამი, თუმცა ზოგიერთი სასტუმრო
უშვებს ვახშმის ლანჩზე გადაცვლას. წყალი, წვენი, ყავა / ჩაი – უფასოდ არის მხოლოდ საუზმეზე.
ვახშამზე სასმელი არის დამატებითი გადასახადი.
▶ FB – Full board – სამჯერადი კვება. წყალი, წვენი, ყავა / ჩაი – უფასოდ არის მხოლოდ საუზმეზე.
▶ Buffet Breakfast / Lunch / Dinner – შვედური მაგიდის პრინციპით გაშლილი საკვები.
▶ A la Carte – კვების / რესტორნის ტიპი სასტუმროში როდესაც საჭმელი ბუფეტის სტილში არ არის
გაშლილი, არამედ არჩევა ხდება მენიუდან.
▶ AI – All Inclusive – სამჯერადი კვება, დღის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური
და უალკოჰოლო სასმელები განუსაზღვრელი რაოდენობით, პლუს დამატებითი კვებით (მეორე
საუზმე, გვიანი ვახშამი, მსუბუქი საუზმეული).
▶ UAI – Ultra All Inclusive – აქ უკვე ემატება იმპორტული წარმოების სასმელიც და სხვა დამატებითი
სერვისები სასტუმროების მიხედვით.
მინიბარი – ოთახში განთავსებული პატარა მაცივარი სასმელებით, სნექებით. All Inclusive და UAI
სასტუმროებში ხშირად მინიბარის საფასური შედის ღირებულებაში, თუმცა არსებობს სასტუმროები
(კურორტების მიხედვით) სადაც მინიბარი დამატებით გადასახადია მაინც.
▶ PP – Per Person
▶ PPPN – Per Person, Per Night.
▶ PRPN – Per Room, Per Night.
▶ Rack Rate – სასტუმროს დაწესებული და გამოცხადებული ფასი, შემდეგ უკვე ფასიდან აკეთებს
ფასდაკლებას, სპეც შემოთავაზებებს და ა.შ. Rack Rate-ზე უფრო მაღალ ფასად გაყიდვის უფლება არ
აქვს.
▶ BAR – Best Available Rates – იმ მომენტისთვის საუკეთესო ფასი რისი მოცემაც შეუძლია სისტემას /
სასტუმროს.
▶ NET rate – თვითღირებულება საკომისიოს გარეშე
▶ Gross Rate – ფასი რომელიც მოიცავს საკომისიოს
▶ EB – Early bird discount

სასტუმროს მენეჯმენტის ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/hotel-management/