ტურიზმისა და მოგზაურობის საბაზისო კურსი

ფასი:
120 ₾

ტრენინგის შესახებ

  • ხანგრძლივობა: 12 საათი
  • კატეგორია:
  • სერტიფიკატი: დიახ
  • მდებარეობა: zoom
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 15303
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 11/10/2021
 

აღწერილობა

  • ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?

მათთვის, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს ახალი, თანამედროვე და საფუძვლიანი ცოდნა მომავლის ტურიზმში.

– ტ უ რ ი ზ მ ი –
ფიქრობ ტურიზმის სფეროში უკეთ გარკვევას და შემდგომ დასაქმებას?
ფიქრობ სკოლიდან უნივერსიტეტში სამომავლოდ ფაკულტეტის სწორ არჩევანზე?
– მაშინ, ეს კურსი სწორედ შენთვისაა.

  • რატომ ჩვენი ტრენინგი?

მიიღე საჭირო დროს სრულიად ახალი, ქართულ/უცხოური თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების ინფორმაციათა კრებული, რომელიც საშუალებას მოგცემს დროის მოკლე პერიოდში შეისწავლო და გაანალიზო ტურიზმის ინდუსტრია საბაზისო დონეზე.

კურსის ფარგლებში შეისწავლი: თუ რას ნიშნავს შემომყვანი, ადგილობრივი და გამყვანი ტურიზმი, გაეცნობი ტერმინოლოგიას, ტურისტული კომპანიის და ტურ ოპერატორის საქმიანობას და ა.შ. ასევე, გექნება შესაძლებლობა სპეციალურად შენთვის მომზადებული დამატებითი მასალების საშუალებით (რომელიც კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ) მიიღო მეტი განათლება აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგი ონლაინ გაიმართება, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც ფასის, აგრეთვე ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან ჩართულობის მხრივ.

  • ტურიზმი – ზოგადი ინფორმაციისთვის:

ტურიზმი, ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად მზარდი, პოპულარული, თავგადასავლებით სავსე და საინტერესოა, როგორც შემეცნებითი, ასევე დასაქმების და ბიზნესის კუთხით.

გასათვასთვალისწინებელია ფაქტი, რომ სტატისტიკურად ყოველი მე-11 ტურიზმის სფეროში იყო დასაქმებული (პანდემიამდე)

____________________________________

კურსის მოკლე აღწერა:

შეხვედრა I – შესავალი ტურიზმში – თორნიკე ფურცელაძე
➦ ტურიზმის ისტორია;
➦ ტურიზმის განსაზღვრება (ტერმინოლოგიები);
➦  ტურისტების ტიპები;
➦ მოგზაურობის მოტივები;
➦ სატრანსპორტო ინდუსტრიის მიმოხილვა;

შეხვედრა II – ტურიზმის ინდუსტრია – თეონა თაბორიძე
➦ ტურიზმის შემადგენელი ნაწილები (ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები);
➦ სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრია;
➦ კვების და გართობის ინდუსტრია;
➦ ტურიზმის ორგანიზაციები/ასოციაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
➦ ტურიზმის სადისტრიბუციო არხები;

შეხვედრა III – ტურისტული კომპანიის საქმიანობის განხილვა / მიმოხილვა: (შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი – “გუდ თრეველის” გამოცდილების გაზიარება) – გოგა ფიროსმანაშვილი
➦ ტურისტული კომპანიის დაფუძნების იურიდიული საჭიროებები;
➦ ტურისტული კომპანიის შექმნისას საწყისი აუცილებელი მატერიალური და ადამიანური რესურსების საჭიროება / ხარჯები (შიდა, შემომყვანი და გამყვანის შემთხვევაში ცალ-ცალკე განხილვა);
➦ კომპანიის ბრენდბუქის საჭიროება / აუცილებლობა სწორი პოზიციონირებისათვის
➦ განსაზღვრა თუ რა სეგმენტზე გვსურს მუშაობა და რა პროდუქტით;
➦ განსხვავებული / ნიშური პროდუქტის შექმნა და მისი უპირატესობა;
➦ დივერსიფიკაციის უპირატესობა (ავიაბილეთები, ცალკე ექსკურსიები, ცალკე შემომყვანი და ა.შ…)
➦ პარტნიორების შერჩევა და მათთან თანამშრომლობა (საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ);
➦ ტურისტული გამოფენები, როგორ ხდება მონაწლეობის მიღება და რა მნიშვნელობა აქვს ტურისტული კომპანიისთვის;
ტურიზმი ონლაინ – რომელიც პანდემიამ უფრო აქტუალური გახადა, რამდენნაირი ტურისტია, როგორ და სად უნდა დავხვდეთ მათ (როგორ შეცვალა ტურისტის ქცევა პანდემიამ);

შეხვედრა IV– საქართველოს ტურისტული რესურსები და მსოფლიო გამოცდილება – თეონა თაბორიძე
➦ ტურისტული პოტენციალის მიმოხილვა;
➦ კულტურული რესურსები;
➦ ბუნებრივი რესურსები;
➦ ტურისტული მარშრუტები;
➦ ტურის შედგენა;
➦ როგორ შევქმნათ კონკურენტული და გაყიდვადი ტური?
➦ მსოფლიო გამოცდილების გაზიარება;

შეხვედრა V – ტურიზმის მიმართულებები (ნაწილი 1) – თორნიკე ფურცელაძე
➦ ღვინის ტურიზმი;
➦ გასტრონომიული ტურიზმი;
➦ MICE (საქმიანი) ტურიზმი;
➦ სათავგადასავლო ტურიზმი;
➦ ტურიზმის ახალი მიმართულებები და ტრენდები;

შეხვედრა VI – ტურიზმის მიმართულებები (ნაწილი 2) – თეონა თაბორიძე
➦ სოფლის ტურიზმი
➦ აგრო ტურიზმი;
➦ ეკო ტურიზმი;
➦ აგრო-ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების რეალიზაცია;
➦ კულტურული ტურიზმი;

შეხვედრა VII – ტურიზმის მარკეტინგი – თეონა თაბორიძე
ბრენდი, იმიჯი, პოზიციონირება;
➦ საკომუნიკაციო არხები;
➦ როგორ შევქნათ წარმატებული ბრენდი;
➦”Melaanian Vintage – Guest house” მაგალითზე;

შეხვედრა VIII – კორონავირუსი და ტურიზმი დღეს – თორნიკე ფურცელაძე
ტურიზმის ამჟამინდელი მდგომარეობა მსოფლიოსა და საქართველოში;
ვირუსის უარყოფითი გავლენის მიმოხილვა;
მომავლის ტურიზმის პანდემიის შემდგომ;
კორონა ვირუსის ნეგატიური შედეგების გარდაგქმნა დადებითად;
რატომ არის ტურიზმის განათლება მნიშვნელოვანი (პრაქტიკული მაგალითის თუ როგორ მოახერხა ტურიზმის ორგანიზააციიამ კრიზის გამკლავებოდა);

____________________________________

● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.

● ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი

ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.

● თარიღები: 11.10.2021- 20.10.2021
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 12 საათი

● კურსზე ჩაწერა / რეგისტრაცია
კურსზე მიმდინარეობს რეგისტრაცია –> https://bit.ly/3fTkx80

 

 

 

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ  “Zoom” – ში.

● +995 557 307 337
● მისამართი: მელიქიშვილისის #17-19
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge