Education.com-მა 2019 წლის გამოაქვეყნა ტოპ უნივერსიტეტების სია სასტუმროს მენეჯმენტის შესასწავლად. მიუხედავათ იმისა, რომ რეიტინგში აშშ დომინირებს, არის სხვა ქყვეყნის უამრავი კონკურენტი უნივერსიტეტებიც, რომლებსაც აქვთ უნიკალური შეთავაზებები დაინტერესებული პირებისთვის.
ტოპ ათეულს საფუძვლად უდევს აკადემიური პროგრამების ხარისხი, სტაჟირება, დასაქმების შესაძლებლობა, მრავალფეროვნება, სტუდენტების დამოკიდებულება და ინდუსტრიის დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართ.
რეიტინგი 2019 წლის 3 ივლისს გამოქვეყნდა და შემდეგნაირად გამოიყურება:
კორნელის უნივერსიტეტი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პიონერია. იგი თითქმის ერთი საუკუნეა რაც ბაზარზე ოპერირებს, უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 1922 წლიდან დაიწყო.
უნივერსიტეტის კამპუსის მახლობლად მდებარეობს მსოფლიო კლასის სასტუმრო „სტატლერი“, რომელთანაც მჭიდრო ურთიეთობა ხელს უწყობს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი სწავლის გამოცდილების შეთავაზებას. დაახლოებით 200 სტუდენტი მჭიდროდ თანამშრომლობს სტუმართმოყვარეობის სფეროში მყოფ პროფესიონალებთან, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა სასტუმროს ოპერაციების ყველა სფეროში. უნივერსიტეტს ასევე აქვს პროგრამა, რომ მე –3 წლის სტუდენტებმა საზღვარგარეთ ისწავლონ და მიიღონ ღირებული საერთაშორისო გამოცდილება.
Ecole hôtelière de Lausanne (EHL) – შვეიცარია
უნივერსიტეტი 1893 წელს დაარსდა და სტუდენტებს ხუთ აკადემიურ პროგრამას სთავაზობს, დაწყებული ბაკალავრიატიდან დამთავრებული უმაღლესი დონის კვალიფიკაციამდე. მათი მუდმივად მზარდი კურსდამთავრებულთა ქსელი მოიცავს 25 000 პირს, რაც უზრუნველყოფს მასპინძლობის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.
2016 წელს Ecole hôtelière de Lausanne– ში ჩაირიცხა 2 608 სტუდენტი. უნივერსიტეტში ამჟამად წარმოდგენილია 107 ეროვნება. ეს მრავალფეროვანი სტუდენტური ბაზა ეხმარება უნივერსიტეტს სტუდენტებს შესთავაზოს მდიდარი და განსხვავებული სასწავლო გარემო.
უილიამ ფ. ჰარჰა სასტუმროს ადმინისტრირების კოლეჯში (ნევადის უნივერსიტეტი) – ლას – ვეგასი, აშშ
ჰარჰა სასტუმროს კოლეჯი მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სტუმართმოყვარეობის პეიზაჟთან, ცნობილ ლას – ვეგასის სტრიპთან.
ყოველწლიურად, ჰარჰა სასტუმროს კოლეჯი ატარებს ასობით სტაჟირებას, აკავშირებს სტუდენტებთან 170-ზე მეტ მასწავლებელს და აწყობს რეკრუტირების ღონისძიებებს, რომელსაც ესწრება
სასტუმრო ინდუსტრიის 100-ზე მეტი ეროვნული ბრენდი.
ეს მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელია, რითიც ეს ინსტიტუტი ძლიერ კონკურენციას უწევს საუკეთესო უნივერსიტეტს სასტუმროს მენეჯმენტის შესასწავლად.
როზენის კოლეჯის სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი (ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი) – აშშ
ფლორიდა 2015 წელს აშშ-ს ყველაზე მონახულებადი დანიშნულების ადგილი გახდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როზენის კოლეჯის სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი მოხვდა ტოპ ათეულში.
სტუდენტები ძალიან დიდ სარგებელს იღებენ სტუმართმოყვარეობის ინსტიტუტში სწავლისას, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ უამრავ კურორტზე სხვადასხვა რესტორანში და სასტუმროში.
სკოლა ამაყობს ექსპერტთა ფაკულტეტით, რომელშიც წარმოადგენილია 17 ქვეყანა. პარტნიორობის საშუალებით, ისინი სტუდენტებს სთავაზობენ სტიპენდიებს, სტაჟირებას, ა.შ
ოქსფორდის სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის სკოლა (ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტი) – გაერთიანებული სამეფო
ოქსფორდის წარმატების ისტორიამ გავლრნა იქონია სტუმართმოყვარეობის სასწავლო პროგრამაზეც.
მათ აქვთ მრავალფეროვანი სტუდენტური ბაზა, რომელიც წარმოადგენს 55 ქვეყანას. მათი პარტნიორია მსოფლიოს 20 უნივერსიტეტი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ სტუდენტებს ისწავლონ საზღვარგარეთ, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, ჰონგ კონგი, აშშ, ტაილანდი და ავსტრალია.
საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ წვდომა არაერთ სტიპენდიაზე, რომელიც მათ ეხმარებათ სწავლის საფასურის და საცხოვრებელ ხარჯების დაფარვაში.
ოქსფორდის სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის სკოლა იღებს მე –3 ან მე –4 კურსის პირებს, თუკი მათ აქვთ კვალიფიკაცია სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებულ პროგრამაში და აქვთ მინიმუმ 40 კვირა სრული განაკვეთის გამოცდილება ამ ინდუსტრიაში.
სასტუმროების სკოლა ჰააგა (სტუმართმოყვარეობის ბიზნესის სკოლა) – ნიდერლანდები
უნივერსიტეტი სტუმართმოყვარეობის პროგრამებს ორი მსოფლიო დონის კამპუსის საშუალებით გთავაზობთ, რომლებიც მდებარეობს ჰოლანდიაში ჰააგასა და ამსტერდამში. უნივერსიტეტი 1929 წელს დაარსდა, ამჟამად დაწესებულება 60 – ზე მეტი ეროვნების სტუდენტს აერთიანებს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 4 – წლიან ბაკალავრის ხარისხი სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტში. ეს არის საქმიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც შექმნილია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მუდმივად ცვალებად მოთხოვნილებებზე.
აღნიშნული უნივერსიტეტი სტუმართმოყვარეობის მიმართულებით ძალიან წარმატებულია. Hotelschool- ის კურსდამთავრებულთა 99% გირჩევთ სტუმართმოყვარეობის პროგრამას.
Les Roches სასტუმროს მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა – შვეიცარია
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა სწავლის დონეს და გამოცდილებას. მათ აქვთ “Follow Me” პროგრამა ჩარიცხვის მსურველ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ ერთი დღით სტუდენტები. ისინი ასევე გვთავაზობენ ხარისხს, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას შეისწავლოს მთელ მსოფლიოს მასშტაბით ტირიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი.
სასტუმრო და რესტორნების მენეჯმენტის კონრად ნ. ჰილტონის კოლეჯი (ჰიუსტონის უნივერსიტეტი) – აშშ
ჰილტონის კოლეჯში არის ექსპერიმენტული სწავლის მიდგომა, რომელიც მის სტუდენტებს აძლევს მყარ პლატფორმას, საიდანაც დაიწყებენ კარიერას. ისინი ამზადებენ პროფესიონალებს, სადაც სტუდენტების 80%-ის
სამუშაოთი უზრუნველყოფა ხდება სწავლის დამთავრებამდე.
ჰილტონის კოლეჯი ასევე სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის საზაფხულო ბანაკის პროგრამას სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიით. სამდღიანი ბანაკების ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან სტუმართმოყვარეობის საუკეთესო მიმართულებებს, მათ აქვთ ხვადასხვა ტურები, ხვდებიან ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე სასტუმროს შეფთან ერთად კერძებს ამზადებენ და კოლეჯის ცხოვრებას სწავლობენ.
გლიონის უმაღლესი განათლების ინსტიტუტი – შვეიცარია
გლიონის უნივერსიტეტი მდებარეობს შვეიცარიის რივიერას ზემოთ, ჟენევის ტბის გასწვრივ, შვეიცარიისა და საფრანგეთის ალპების ხედებში. უნივერსიტეტი 50 წელზე მეტია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პროფესიონალ კადრებს ამზადებს.
გლიონის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, შთამბეჭდავია ასევე დასაქმებულთა რიცხვი რომელიც 86% -ს შეადგენს. მათ აქვთ მრავალფეროვანი სტუდენტური ბაზა, რომელიც მოიცავს 98 ეროვნებას. სტუდენტთა 93% საერთაშორისო სტუდენტები არიან.
სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის მრავალფეროვან სასწავლო გამოცდილებას. უნივერსიტეტს გააჩნია სიმულაციური სასტუმრო, რომელსაც 5 რესტორნი აქვს, ეს ყველაფერი კი სტუდენტებს ეხმარებათ გაიუმჯობესონ სხვადასხვა უნარები.
ემირატების სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის აკადემია (EAHM) – დუბაი
უნივერსიტეტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ბურჯ ალ არაბ ჯუმირაჰას მოპირდაპირედ მდებარეობს, ეს პრესტიჟული სკოლა დუბაის განვითარებლი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ათვისებას გულისხმობს.
ინსტიტუტი არის ჯუმირაჰას ჯგუფის ნაწილი და ეს მათ სტუდენტებს საშუალებას აძლევს იმუშაონ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჯუმირას სასტუმროებსა და კურორტებზე.
სტატიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბულზე:
https://www.educations.com/top-10-lists/top-10-universities-to-study-hotel-management-11553
სასტუმროს მენეჯმენტის ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/hotel-management/