„ტურიზმის ორგანიზაცია“ დაარსებიდან 2 წელს აღნიშნავს, თუმცა ეს დაბადების დღე ისეთივე უჩვეულოა, როგორიც იყო მთელი წელი. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე წელს მოკრძალებულად აღვნიშნავთ ამ დღეს!
ორგანიზაცია დაფუძნდა 2018 წლის 13 ოქტომბერს და მისი დამფუძნებლი ბ-ნი გოგა ფიროსმანაშვილი გახლავთ. საწყის ეტაპზევე გოგას მიზანი იყო ტურისტულ ბაზარზე შეექმნა ტრენინგ ცენტრი, რომელიც უპასუხებდა არსებულ მოთხოვნას და ტურიზმის ინდუსტრიას შესთავაზებდა კვალიფიციურ კადრებს. მისი პირველი ამოცანა იყო ჩამოეყალიბებინა ორგანიზაციის სტრუქტურა და მოეძია კვალიფიციური / პრაქტიკოსი ტრენერები, რომლებიც შემდგომ „ტურიზმის ორგანიზაციის“ მთავარი დასაყრდენი ძალა გახდებოდნენ.
„გიდის მოსამზადებელი კურსი“ იყო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პირველი ტრენინგი, რომლის მთავარი მიზანიც გახლდათ გიდების გადმზადება და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრის შეთავაზება. ეს იყო კურსი, რომელიც გახდა „ ტურიზმის ორგანიზაციის“ წარმატებისკენ სწრაფვის მთავარი მოტივაცია.
ორგანიზაციისთვის ეს 2 წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შეგვიძლა ვთქვათ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამ პერიოდში ჩვენ განვახორციელეთ არაერთი საინტერესო ტრენინგი, ისეთი როგორიცა: „გამყვანი ტურიზმი“, „შემომყვანი ტურიზმი“, „ტურიზმის მენეჯმენტის ზოგადი კურსი“, „ეფექტური გაყიდვები ტურიზმში“ და ა.შ, ასევე მუდმივად გვქონდა სხვადასხვა მასტერკლასები და აქტივობები. დროის მცირე მონაკვეთში „ტურიზმის ორგანიზაცია“ მკვეთრად კონკურენტულ ბაზარზე პოზიციონირდა როგორც ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგ–ცენტრი, რომლის უპირველესი მიზანი ხარისხი და მომხმარებლისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა იყო.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას 300–მდე კურსთამთავრებული ჰყავს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. სწორი მენჯმენტი, კვალიფიციური ტრენერები და არსებულ მოთხოვნების გაანალიზება იყო ის საკვანძო საკითხები, რამაც მოგვცა ეს შედეგი. ჩვენ გვყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, რაც უდაოდ ორგანიზაციის წარმატებაა. თუ შენ რამდენიმე კმაყოფილი მომხმარებელი მაინც გყავს ეს კარგია, მაგრამ როდესაც შენ გყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეს ძალიან კარგია და შეგვიძლია ვთქვთ, რომ ორგანიზაციის განვითარების პროცესი სწორად მიდის. ჩვენი მიდგომა ასეთია – თუ გვყავს ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი მაინც ყოველ ჯერზე ვმუშაობთ იმისათვის, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და სხვადასხვა შეთავაზება გავუკეთოთ მას.
ორი წლის მანძილზე ორგანიზაციას ხშირად უწევდა სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლვება. მათ შორის ბუნებრივია ყველაზე დიდი დაბრკოლება კორონა ვირუსი გახდა. მაშინ, როდესაც ორგანიზაცია სწრაფი ტემპით ვითარდებოდა გამოჩნდა ვირუსი, რომელმაც მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა, გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ და 2020 წლის მარტიდან ორგანიზაცია დისტანციურად განაგრძობს ფუნქციონირებას. გადაწყვეტილება, რომ უნდა შეგვეჩერებინა ტრენინგები და გადავსულიყავით დისტანციურ რეჟიმზე რთული იყო, თუმცა საჭირო, რადგან დაცული ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მთავარი გამოწვევა კი ამ პერიოდში იყო ის თუ როგორ მოგვეხდინა ბაზარზე სწორად ადაპტირება, იმისთვის, რომ ბოლომდე არ შეჩერებულიყო ჩვენი სამუშაო პროცესი. დრო იყო ძალიან ცოტა გადაწყვეტილება კი სწრფად უნდა მიგვეღო.
პანდემიის დროს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა, პირველ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფასო ლაივ შეხვედრები მოგვეწყო სოციალურ ქსელში ტურიზმში ჩართულ სხვადსხვა ექსპერტებთან, რადგან ტურიზმის განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. შემდგომი ნაბიჯი იყო აქტუალურ საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და ჩვენ პირველად შევთავაზეთ მომხმარებელს ონლაინ ტრენინგი – „როგორ ვაქციოთ სოფელი ტურისტულ მიმართულებად“, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნული ტრენინგის I და II ნაკადზე, დამსწრეების რეკორდული რაოდენობა გვყავდა, ჯამში 70 კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ აქტუალობიდან გამომდინარე ამჟამად ამ ტრენინგის III ნაკადი მიმდინარეობს. პანდემიის დროს იყო ასევე „გასტროომიული ტურიზმის“ ონლაინ ტრენინგი, რომელიც ასევე წარმატებით განხორციელდა.
„ტურიზმის ორგანიზაციის“ სამომავლო გეგმები ვრცელია. ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე ახალი ონლაინ ტრენინგის დამატებას, რომელიც კრიზისებს მართვას და ტურიზმის საწყისების სწავლას ითვალისწინებს, მორგებული იქნება სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტზე და რაც ყველაზე მთავარია ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. პანდემიის დასრულების შემდეგ „ტურიზმის ორგანიზაცია“ დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და კვლავ განვაგრძობთ სხვადასხვა ტრენინგების და მასტერკლასების ორგანიზებას. წინ ბევრი გეგმებია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
და ბოლოს მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ნდობისთვის…
მადლობა ჩვენს ტრენერებს გვერდში დგომისთვის…
ჩვენ ძალიან მალე დავუბრუნდებით.