🔎 რუბრიკა #ტურიზმისტერმინოლოგია

▶ ტურისტული მომსახურება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული მოგზაურობის ორგანიზებას, ტრანსპორტირებას, განთავსების, კვების, საინფორმაციო ან სხვა სახის საქმიანობას და რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

▶ ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი – ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (განთავსება, კვება, ტრანსპორტირება, ექსკურსია და სხვა) არანაკლებ ორი კომპონენტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

▶ ძირითადი ტურისტული მომსახურება – ტურისტული მომსახურება, რომელიც მოიცავს განთავსებით, კვებით და ტრანსპორტით მომსახურებას.

▶ დამატებითი ტურისტული მომსახურება – ტურისტული მომსახურება, რომელიც მოიცავს სექსკურსიო, გართობის, კულტურულ, სპორტულ, სამკურნალო, საინფორმაციო ან ტურისტული მომსახურების სხვა ფორმებს.

ტურიზმის მენეჯმენტის ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/turism-management/