ტურიზმის განვითარება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას მაღალი ეკონომიური სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ვიზიტორების ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, შემომყვანი ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

დავიწყოთ თავიდან, რას ნიშნავს ტერმინი შემომყვანი ტურიზმი?

შემომყვანი ტურიზმი არის სხვადასხვა არხების მეშვეობით ინდივიდუალური ან ჯგუფური მოგზაურების შემოყვანა ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით.

დღეს არსებული მდგომარეობით ქვეყანაში ტურისტების ძირითადი ნაწილი არაორგანიზებულად შემოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი დანახარჯი საშუალოზე დაბალაია, რადგან მათი მიზანი მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შთაბეჭდილებების მიღებაა. აქედან გამომდინარე საჭიროა ვიზრუნოთ ორგანიზებულად ვიზიტორების შემოყვანაზე, რომელიც იქნება მაღალბიუჯეტური სეგმენტი.

შემომყვანი ტურიზმის განვითარება, ქვეყანას საშუალებას მისცემს მოახდინოს არსებული ბაზრების დივერსიფიკაცია აქედან გამომდინარე ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით (რუსეთიდან ფრენების აკრძალვა) აღარ იქნება იმდენად მწვავე რომელიც ამჟამად არის, რადგან გაიზრდება ევროპული და აზიური ქვეყნების წილი. გარდა ამისა, შესაძლებლობა იქნება ვიზრუნოთ განმეორებითი ვიზიტების ზრდაზე, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად არ არსებობს.

განმეორებითი ვიზიტი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ვიზიტორი კმაყოფილია ადგილზე მიღებული მომსახურებით და უჩნდება სურვილი კვლავ ესტუმროს ქვეყანას, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ფუფუნებას წარმოდგენს. შემომყვანი ტურიზმი ხელს უწყობს ასევე დამატებითი მომსახურების გაუმჯობესებას, ისეთი როგორიცაა: ინფრასტრუქტურული პროქტები, საკომუნიკაციო საშუალებები ა.შ ასევე შემომყვანი ტურიზმი ქყვეყნის ცნობადობას ზრდის საზღვარგარეთ, რაც დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

შემოყვანი ტურიზმი აქტულურია ამიტომ ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება პრიორიტეტულია, შესაბამისად ტურიზმის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას და შემოდგომიდან იწყებს ტრენინგ კურს, რომელიც მიმართული იქნება შემომყვან ტურიზმზე.