საგანმანათლებლო ტურიზმი, ანუ „ედუტურიზმი“ პოპულარობას იძენს, როგორც ახალი ტენდენცია გლობალური ტურიზმის სამყაროში.
აკადემიკოსების აზრით, საგანმანათლებლო ტურიზმის კონცეფცია ფართო მასშტაბისაა და ის მუდმივად იცვლება, როგორც თავად ტურიზმის კონცეფცია.
საგანმანათლებლო ტურიზმი არის მოგზაურობის აქტივობა მათ მიერ, ვისთვისაც სწავლა მოგზაურობის მთავარი მიზანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგზაურობის მთავარი მიზანი გარკვეულ საგანზე ცოდნის მოპოვებაა და არა თავად მოგზაურობის გამოცდილება. ისტორიულად ვიცით, რომ ის, რასაც დღეს ტურიზმს ვუწოდებთ, თავდაპირველად დაიწყო საგანმანათლებლო მოგზაურობის, ექსკურსიებისა და კრუიზის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საგანმანათლებლო ტურიზმის მკაფიოდ განსაზღვრული კლასიფიკაცია, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ტიპი:
1. ახალგაზრდული მოგზაურობა
იგი მოიცავს სასკოლო ექსკურსიებს, ახალგაზრდულ გაცვლით კურსებს და სხვა სამოგზაურო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით. მაგალითად, ისტორიული, კულტურული და საგანმანათლებლო ადგილების, ბანაკების მონახულება. ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს საზღვარგარეთ გამგზავრებას გარკვეული მიმართულებით.
2. უმაღლესი განათლების ტურიზმი
უმაღლესი განათლების ტურიზმი ან სასწავლო მობილობა შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: მონაწილეობა საერთაშორისო სრულ განაკვეთიან სასწავლო პროგრამაში ან გაცვლით პროგრამაში.
- საერთაშორისო სასწავლო პროგრამები
მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სწავლა გააგრძელონ სხვა ქვეყანაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, გასულ ათწლეულებში (2000 – დან 2011 წლამდე) ორჯერ გაორმაგდა უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ.
- სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები
სხვადასხვა უმაღლესი განათლების რეფორმებისა და საკრედიტო გადაცემის ევროპული სისტემის (ECTS) დანერგვის შედეგად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საზღვარგარეთ ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში, ისე რომ ჩარიცხული იქნებიან თავიანთ მშობლიურ უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამები მოიცავს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ყველა სახის მობილურ პროგრამას, როგორიცაა სტაჟირების პროგრამები, სპორტი, შეჯიბრებები და საზაფხულო სკოლები.
3. სემინარის მოგზაურობები
მნიშვნელოვანია განასხვავოთ ჩვეულებრივი სემინარები და ედუტურიზმის სემინარები. ედუტურიზმის სემინარს აქვს მობილურობა და სამოგზაურო ასპექტი, რომლის ძირითადი მიზანია ცოდნის მიწოდება იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც ნაკლებად იცნობენ საგანს. ასეთი სემინარების მონაწილეები არიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომელთაც სურთ მიიღონ ცოდნა კონკრეტული თემის სპეციალისტების მიერ. მოგზაურობა არ არის შეზღუდული ადგილობრივი ქვეყნის საზღვრებში და შეიძლება ითვალისწინებდეს საერთაშორისო ტრანსფერებს სემინარის ადგილზე. სემინარების ორგანიზებას ახორციელებს კომპანია ან ტურისტული კომპანია, რომელიც აერთიანებს ექსპერტებსა და სემინარის მონაწილეებს ერთ საერთო ადგილზე.
4. ენის სკოლები
დღეს უცხო ენის შემსწავლელთათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ენის შესწავლა ისეთ ქვეყანაში, სადაც უცხო ენაზე ლაპარაკობენ, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ ურთიერთობა ადგილობრივებთან უშუალოდ მათ ენაზე. დღეს მსოფლიოში უამრავი ენის შემსწავლელი სკოლაა შემოთავაზებული, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ ქალაქის ექსკურსიებსა და ტურებს ქვეყნის მასშტაბით.
ახალი შესაძლებლობები
განათლების მობილურობის ტენდენცია ახალ შესაძლებლობებს უქმნის ტურიზმის ინდუსტრიით დაინტერესებულ მხარეებს – ახალი ბაზრის მოთამაშეების გამოჩენით. მაგალითად, ტურ-ოპერატორებით, რომლებსაც კლასიკური ტურის დაგეგმვის გარდა, უწევთ ტურისთვის საგანმანათლებლო/სასწავლო შინაარსის დამატება.
მსოფლიო ახალგაზრდული სტუდენტური და საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის ანგარიშის თანახმად, ახალგაზრდა მოგზაურები საერთაშორისო ტურიზმის 20% -ს წარმოადგენენ. საგანმანათლებლო ტურიზმზე მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება.
ტურიზმის განათლება უახლოეს მომავალში შეიძლება გახდეს ძირითადი საგანმანათლებლო პარადიგმა. (იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობა) მოგზაურობის შედეგად მიღებული ცოდნა საზოგადოებისთვის ღირებულია, როგორც განათლების დონის ამაღლების ფორმით, ასევე ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით. უფრო მეტიც, განათლების ტურიზმი უზრუნველყოფს პლატფორმას ცხოვრების სწავლის შესახებ, ყველასთვის, ასაკის განსხვავების გარეშე.
ამრიგად, საგანმანათლებლო მოგზაურობებისა და ტურების შინაარსი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხალხს მიაწოდოს სრული პაკეტი, რომლის გამოყენება მათ მოგვიანებით შეეძლებათ და მიაღწევენ გარკვეულ შედეგებს. განათლების კონცეფცია თანდათან შეიცვლება საგანმანათლებლო ტურიზმის ფორმით შემოთავაზებული ალტერნატიული სწავლების მეთოდებით.
სტატიის სრული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე:http://blog.worldtourismforum.net/educational-tourism-new-opportunities/