▶ მსოფლიო ისტორიაში პირველი “ტურისტული კომპანიის” დამაარსებელი გახლავთ ცნობილი ინგლისელი მეწარმე და ბიზნესმენი ტომას კუკი (1808-1892). იდეა ამ ინოვატორული მომსახურებისა, მას ლონდონის გზაზე, ქალაქ კიბვორთთან ეტლის მოლოდინის დროს გაუჩნდა. იდეა კი მდგომარეობდა იმაში, რომ თავისი აქტივისტებისთვის ექსკურსია შეეთავაზებინა. ამავე პერიოდში გაიხსნა დიდი ბრიტანეთის შიდა ნაწილებისაკენ მიმავალი რკინიგზა, რამაც კუკს საშუალება მისცა ქალაქ ლესტერიდან რამდენიმე მილით დაცილებულ ლაფბოროში გამგზავრებულიყო. იქვე შეაგროვა “არამსმელთა მოძრაობის” 450 აქტივისტი. 1841 წლის 5 ივლისს, თომასმა შეკრებილი თითოეული აქტივისტისგან – 1 შილინგი აკრიფა. ამ თანხაში შედიოდა ბილეთის, მგზავრობის და საკვების საფასური. შეგროვებული თანხით ბილეთების ყიდვისას, კომპანიასთან მიაღწია ბილეთებზე ფასდაკლების შეთანხმებას. ეს იყო ისტორიაში პირველი კერძო დაქირავებული ექსკურსია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მოეწყო. 

▶ მომდევნო სამი ზაფხულის მანძილზე დაგეგმა და განახორციელა ექსკურსიები კვლავ “არამსმელთა საზოგადოების” წევრებისათვის და საკვირაო სკოლის მოსწავლეთათვის. 1844 წელს, სარკინიგზო კომპანიამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა მგზავრთა მუდმივად მიწოდების თაობაზე. ამ წარმატებამ თომასს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისაკენ უბიძგა. ექსკურსიების მოწყობისას კუკს ბილეთის საფასურიდან გარკვეული პროცენტი რჩებოდა. 

▶ 1850 წელს, კუკმა, უკვე პირველი ექსკურსია განახორციელა საზღვარგარეთ. ამ დროს მან კლიენტები პარიზში, გამოფენაზე წაიყვანა. მომდევნო წელს დაიწყო თავისი – „დიდი წრიული ტურები” ევროპაში. 1860-იან წლებში განახორციელა ტურები იტალიის, შვეიცარიის, ეგვიპტის და ამერიკის მიმართულებით. კუკის მიერ დაარსებული სააგენტო -„inclusive independent travel” მგზავრებს ბილეთით საკვებითა და დაბინავებით უზრუნველყოფა. 1863-64 წლებში შოტლანდიურმა სარკინიგზო კომპანიებმა თომასს შეთანხმება გაუუქმეს, რადგან ექსკურსიების ბიზნესის წამოწყება საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს. თავის ვაჟთან, ჯონთან პარტნიორობის დაწყების შემდეგ, კუკმა სააგენტოს სახელი შეუცვალა და – “Thomas Cook and Son” უწოდა. ბიზნესის წარმოების უფლება და ლიცენზია,მათ ლონდონში ფლიტ-სტრიტზე მოიპოვეს. ამ დროისათვის, კუკმა პერსონალური ტურები შეწყვიტა და საშიანო და საგარეო მოგზაურებს შორის აგენტად იქცა მის ოფისში ასევე გახსნილი იყო მაღაზია, სადაც სამოგზაურო აქსესუარები იყიდებოდა.მათ შორის გაყიდვაში იყო გზამკვლევი წიგნები ,ჩემოდნები და ტელესკოპები. ჯონის კომერციული ნიჭის წყალობით კომპანია მალე გაფართოვდა. ამავე დროს, თომასმა და მისმა ცოლმა ოფისის თავზე პატარა “არამსმელთა სასტუმრო” გახსნეს 1865 წელს, სააგენტო ტურებს ამერიკის მიმართულებით ახორციელებდა. 

▶ 1872 წლიდან დაიწყო ტურები მთელი მსოფლიოს გარშემო. მათ შორის იყო ამერიკის კონტინენტი, იაპონია, ტურნე ჩინეთსა და ინდოეთში, რომელიც ორასოცდაორ დღეს გრძელდებოდა. თომას კუკის მიერ დაარსებული ტურისტული სააგენტო დღემდე ანხორციელებს ფუნქციონირებას და იგი ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ ორგანიზაციასაც წარმოადგენს მსოფლიოში .2007 წლიდან თომას კუკის მიერ დაარსებული პირველი ტურისტული კომპანია ”Thomas Cook Group”-ის სახელით არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)