🔎 რუბრიკა #ტურიზმისტერმინოლოგია

🤔იცით თუ არა რას ნიშნავს MICE ტურიზმი? 

აბრევიატურა MICE მიგვანიშნებს საქმიანი ღონისძიებების ოთხ ძირითად მიმართულებაზე:

▶ Meetings – შეხვედრები, სტრატეგიული თათბირები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები.

▶ Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება.

▶ Conferences/Congresses – კონფერენციების ორგანიზება, ფორუმები, კონგრესები.

▶ Exhibitions/Events – გამოფენები, კონკრეტულ (შემეცნებით, კულტურულ, მუსიკალურ, სპორტულ და ა.შ.) ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებები.