ტურიზმი მრალფეროვანი სფეროა, რომელში შემავალი თითოეული კომპონენტი საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ვინ არის გიდი? და რა დანიშნულება აქვს მას?
კლასიკური განმარტებით იგი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის გადაადგილებაზე და ძირითადი მოვალეობა მათთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებაა. თუმცა, ისევე როგორც ბევრ სფეროში დღეს მსოფლიო ცდილობს გაცდეს მისთვის დადგენილ ჩარჩოებს და შემოგვთავაზოს სიახლეები, გამონაკლისი არც ტურიზმის სფეროა.
თუ 10-15 წლის წინ მნიშვნელოვანი იყო გიდს დაეზეპირებინა სხვადასხვა ტექსტი და უბრალოდ მოეყოლა მონოტონურად ჯგუფისთვის დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და უპირატესობა ენიჭება სერვისს. თანამედროვე ტურისტი ბევრად განვითარებულია, შესაბამისად მისთვის დაზეპირებული ტექსტის მოყოლა არ არის დამაკმაყოფილებელი. დღეს გიდი არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სახეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მან ტურისტებს დასამახსოვრებელი ტურები შესთავაზოს. აუცილებელია რა თქმა უნდა ტურის მსვლელოვის დროს გააცნოს ძირითადი ასპექტები, როგორიცა ქვეყნიის კულტურა, ისტორია და ღირსშესანიშნაობები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შესთავაზოს ისე, რომ ტურისტის კმაყოფილება მაქსიმალური იყოს.
იმისთვის, რომ ტური საინტერესო გამოვიდეს გიდები ცდილობენ სიახლეები შეიტანონ მათ საქმიანობაში, დღეს ტრენდული სთორი თელინგი და ტეილორ მეიდ ტურებებია.
სთორი თელინგი – წარმოადგენს ჩვეულებრივი ამბის თხრობას განსაკუთრებულად/დასამახსოვრებლად, რომელიც მოითხოვს საჭირო უნარ ჩვევებს, ჩვენ ან ვქმნით რაიმეს შესახებ ისტორიას ან არსებულ ისტორიას ვაწვდით ჩვენს ტურისტებს განსხვავებულად.
თეილორ მეიდ ტურები – მომხმარებლის ინტერსესზე მორგებული ტურები, სიტუაცია, როდესაც მთავარი შემოქმედი ტურისტია და იგი გეგმავს გიდთან ერთად მისთვის საიტერესო მოგზაურობას. ტურში გათვალისწინებულია ტურისტის ყველა მოთხოვნა.
მათ ვისაც სურს ტურიზმის ინდუსტრიის ამ მნიშვნელოვანი რგოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და სურს მოკლე დროში შეისწავლოს გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ტექნიკა, დაინტერესებულ პირებს ტურიზმის ორგანიზაცია გიდის მოსამზადებელ კურსს სთავაზობს.
ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/guide/