გლობალური პანდემია, რომელიც გასულ წელს დაიწყო კვლავ აქტიურ ფაზაშია, თუმცა, ისევე, როგორც მსოფლიო, ჩვენი ქვეყანაც სწავლობს მასთან ერთად თანაცხოვრებას. თუ რამდენიმე თვის წინ შეუძლებლად მიგვაჩდა ტურისტების შემოსვლა და ამ ინდუსტრიის გახსნა, ამ ეტაპზე ეს არც თუ ისე შორი პერსპექტივაა, რადგან ვირუსის გავრცელების ინტენსივობა იკლებს ამას ემატება ვაქცინაციის პროცესიც, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობით კი გვიჩნდება იმედი, რომ რთული გზის ბოლოსკენ ვართ და შევძლებთ ნელ-ნელა პანდემიამდელ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
გასულმა ერთმა წელმა დაგვანახა, რომ ერთ პატარა ვირუსს შეუძლია ამოაყირავოს მთელი მსოფლიო და გააჩეროს ყველა ის ინდუსტრია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი შემავსებელი კომპონენტია. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად დაზარალებული სფეროა, რომელმაც დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საქართველოსნაირ ქვეყნებს, სადაც ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი ძალა, სწორედ რომ ტურიზმია.
ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც დროის უმეტეს სახლში ვატარებთ, ჩვენ შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივიღოთ ტურიზმის ინდუსტრიაზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე, დავაგროვოთ, ავითვისოთ და შევიძინოთ ახალი ცოდნა იმისთვის, რომ მომავალში კვლავ აქტიურად ჩავერთოთ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ „ტურიზმის ორგანიზაცია“ აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი და საინტერესო ტრენინგების შეთავაზებას, შემდგომი ტრენინგი კი „განთავსების ინდუსტრიას და მის სფეციფიკას“ ეხება. დღეს ტურისტები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ცდილობენ მოერიდონ მასიურ ტურისტულ მიმართულებებს და მათთვის პრიორიტეტული პატარა და საინტერესო ქვეყნებია, თუნდაც ისეთი, როგორიც საქართველოა. შესაბამისად ჩვენთან ჩამოსული ტურისტები უპირატესობას რეგიონებს და მცირე ზომის განთავსების ობიექტებს მიანიჭებენ.
ტრენინგი „განთავსებს ობიექტების მართვა და სფეციფიკა“ საშუალებას მოგცემთ სიღრმისეული ინფორმაცია მიიღოთ განთავსების ინდუსტრიის შესახებ, გაიგოთ თუ რა ცოდნაა საჭირო, იმისთვის, რომ დააარსოთ ობიექტი და როგორ შეიძლება მართოთ ის. ტრენინგზე განხილული იქნება მარკეტინგული კომპონენტი, ფასწარმოქმნის პოლიტიკა, იურიდიული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ა.შ.
ტრენინგს გაუძღვებიან ამ ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები. ტრენინგის მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ რჩევებსაც მიიღებენ, გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ლექციებზე დისკუსიებში ჩართვის საშუალება ექნებათ, რაც ტრენინგის ეფექტიანობას ორმაგდ ზრდის.
აღნიშნული ტრენინგი ძალიან მალე – 2 მარტს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება, იქნება 12 სალექციო ტიპის შეხვედრა. ჩვენ, “ტურიზმის ორგანიზაცია”, ვითვალისწინებს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, იმ საერთო ფონს რაც არსებობს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ მომხმარებლებს აღნიშნულ ტრენინგს, ასევე გვაქვს სხვადასხვა ფასდაკლებებიც, რასაც შეგიძლიათ ტრენინგის აღწერაში გაეცნოთ. ამ და და სხვა ტრენინგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ვებ-გვერდზეე: to.edu.ge