🔎 რუბრიკა #ტურიზმისტერმინოლოგია

⇉ ტურიზმს საფუძვლად უდევს მოგზაურის, ვიზიტორისა და ტურისტის ცნება. გასათვალისწინებელია განსხვავებები მათ შორის, საქართველოს რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვსაზღვროთ ვიზიტორისა და ტურისტის განსხვავება, რომელთაც ორივეს მოგზაურის ცნება უდევს საფუძვლად.

▶ მოგზაური არის პირი, რომელიც მოგზაურობს ნებაყოფლობით და გადაადგილდება როგორც ერთი ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ ეს არის ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მგზავრობს მისი საკუთარი ქვეყნიდან /ან მკვიდრი გარემოდან და მისი მთავარი მიზანი არის მოგზაურობა, რომელიც შეიძლება განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ან საკუთარი ფეხით.

▶ ვიზიტორი არის მოგზაური, რომელიც მოგზაურობს მკვიდრი ან ჩვეული გარემოდან სხვა ადგილზე არაუმეტეს თორმეტი თვისა და რომლის ვიზიტის მიზანი არ არის დანიშნულების ქვეყანაში დასაქმება და დამკვიდრება (რეზიდენტობა)

▶ ტურისტი არის ნებისმიერი კატეგორიის ვიზიტორი, რომელიც დანიშნულების ადგილას რჩება ერთი ან მეტი დღით.


ტურიზმის მენეჯმენტის ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/turism-management/