🔎 რუბრიკა #ტურიზმისტერმინოლოგია
▶ ტურიზმი – ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიის და კულტურის ძეგლების დათვალიერების ან სხვა მიზნით.
▶ ტურისტი – პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს 1 წლის ვადით და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან.
▶ ტური – კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშუტით ორგანიზებული ან არაორგანიზებული, ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული მომსახურების პაკეტით (პროდუქტით) და მოიცავს განთავსებას, ტრანსპორტირებას, კვებას, საინფორმაციო ან სხვა საქმიანობას და რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ტურიზმის მენეჯმენტის ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/turism-management/