მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ახალ დღის წესრიგში უწევს ცხოვრება, დედამიწაზე გავრცელებულმა „კორონავირუსმა“ ყველაფერი გააჩერა, მხოლოდ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანიზაციები აგრძელებენ. კარანტინმა მოიცვა მთელი მსოფლიო, რამაც ადამიანებს აიძულათ ადაპტაცია მოეხდინათ ახალ გარემოსთან, დღეს 80% მეტი მუშაობის დისტანციურ რეჟმზეა გადასული.

განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე საგანმანათლებლო სექტორი დადგა, რადგან რთულია თვეობით გააჩერო სკოლები, უნივერსიტეტები, ტრენინგ ცენტრები ა.შ. სახელმწიფომ დანერგა ონლაინ გაკვეთილების სისტემა რითიც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეგრძელებინათ განათლების მიღება. უფრო რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდა კერძო სექტორი, რადგან მატერიალურ ტექნიკური ბაზა ბევრ ორგანიზაციას არ გააჩნია და სწრაფად უნდა მოეხდინათ ადაპტირება ახალ გარემოსთან. დღეს საქართველოში ბევრი ტრენინგ ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს დისტანციური ცოდნის მიღების შესაძლებლობას ბუნებრივია გამონაკლისი არც „ტურიზმის ორგანიზაცია“ გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ბაზარზე ერთი წელია რაც ოპერირებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათელების მიღების შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს, იმ ფონზე კი როდესაც გვიწევს ძირითადად სახლში ყოფნა სტრესული გარემოსგან თავის ასარიდებლად კარგი საშუალება არის ახალი ცოდნის მიღება, მითუმეტეს კი ისეთი პოზიტიური სფეროს შესახებ, როგორიც ტურიზმი გახლავთ. ჩვენი გუნდი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კომპანიის გადაწყვეტილებით ჩვენს “facebook” – გვერდზე  მომხმრებლებს ვთავაზობთ პირდაპირ ჩართვებს სადაც განვიხილავთ ტურიზმში აქტუალურ საკითხებს, ჩვენი სტუმრები კი ტურიზმში მომუშავე წარმატებული ადამიანები და ექსპერტები გახლავთ. შაბათს 25 აპრილს 20:00 სათზე, სწორედ განათლების სისტემის გამოწვევებზე ვისაუბრებთ, ჩვენი სტუმარი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის“ ხელმძღვანელი: გიორგი ქემერტელიძე იქნება.

უახლოს მომავალში ორგანიზაცია მომხმარებელს შესთავაზებს ონლაინ ტრენინგებს, რომელიც მორგებული იქნება არსებულ სიტუაციას და ადამიანებს მივცემთ საშუალებას მიიღონ ახალი ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ კრიზისული სიტუაციის დროს გადაწყვეტილების მიღებაში.

#დარჩისახლში

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის