2018 წლის მიწურულს საქართველოს საგანამანათლებლო ბაზარზე, ტურიზმის ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელმაც ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა.

ორგანიზაციამ იმ დროს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხად გიდების კვალიფიკაცია მიიჩნია, სწორედ გიდის მოსამზადებელი კურსი იყო პირველი ნაბიჯი შემდგომი წარმატებისკენ. წარმატებული კურსის შემდეგ კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრენინგი, ისეთი როგორიცა:გამყვანი ტურიზმის პრაქტიკული კურსი და ეფექტური გაყიდვები ტურიზმში. ამჟამად მიმდინარეობს ზოგადი ტურიზმის მენეჯმენტის კურსი, რომელიც მოიცავს ტურიზმის სექტორში არსებული ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ამჟამად ტრენდულია.

ტურიზმის ორგანიზაციის ამ წარმატებამ კომპანიას მისცა სტიმული შეემუშავებინა სამოქმედო გეგმა, კომპანიის მენეჯმენტმა შეისწავლა ბაზარზე არსებული მდგომარეობა და შესაბამასად კომპანიის მთავარი მოწოდება გახდა „მეტი განათლება ტურიზმს“

შემოდგომიდან ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მრავალფეროვან კურსებს, რომელიც კონცენტრირებული იქნება ერთ მიმართულებაზე, რაც დამსწრეებს საშუალებას მისცემს ხარისხიანი ცოდნა მიიღოს აღნიშნულ საკითხში. დაგეგმილი კურსების არასრული ჩამონათვალია:ღონისძიებების მენეჯმენტი, სასტუმროს მენეჯმენტი, შემომყვანი ტურიზმი, ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემები, ღვინის ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი და სხვა. ეს ის კურსებია, რომელზეც აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია.

კომპანიამ მიუხედავად მცირე დროისა მოახერხა ის, რომ მას აქვს ნიშა, რომელიც ტურიზმით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და დასაქმდეს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ კომპანიებში.