ყველა ინდუსტრიას საკუთარი ენა აქვს, რომელიც ამარტივებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას, მათ შორისაა ტურიზმიც. ტურიზმი ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, შესაბამისად საჭირო გახდა ინფორმაციის გამარტივება მნიშვნელოვანი ორგანიზაციების და აბრეავიატურის შესახებ. აბრევიატურების საშუალებით შეგვიძლია დავზოგოთ დრო, ძალისხმევა და საერთაშორისო დონეზე მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა სეგმენტის და ეროვნების ადამიანებს.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რას გულისხმობს თითოეული აბრევიატურა, რათა მარტივად შევძლოთ ტურიზმთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაგება და გააზრება.
“ტურიზმის ორგანიზაცია” გთავაზობთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტურიზმის და საერთაშორისო ორგანიზაციების ტერმინებს და აბრევიატურებს:
WTO – World Tourism Organization – ტურიზმის მსოფილო ორგანიზაცია.
UNESCO – United Nations Educational, Scientific and Cultural Organization – იუნესკო – გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია.
IATA – International Air Transport Association – იატა – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია.
WTTC – World Travel and Tourism Council – მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო.
HCIMA – Hotel & Catering International Management Association – სასტუმროების და კვების მენეჯმენტის საერთაშორისო ასოციაცია.
GDS – Global Distribution System – გლობალური სადისტრიბუციო სისტემა.
GNTA – Georgian National Tourism Administration – საქართვლოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
TIC – Tourist Information Centre – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.
DMO – Destination Management Organization – დანიშნულების (ადგილის) მართვის ორგანიზაცია.
DMC – Destination Management Company – დანიშნულების (ადგილის) მართვის კომპანია.
DMS – Destination Management System – დანიშნულების (ადგილის) მართვის სისტემა.
CRM – Customer Relationship Management – მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი.
GM – General Manager – გენერალური მენეჯერი.
NGO – Non Government Organization – არასამთავრობო ორგანიზაცია.
TPA – Tourism Promotion Agency – ტურიზმის განვითარების სააგენტო.
FAM – Familiarization Tour – გაცნობითი ტური ( ასევე იწოდებიან როგორც სამეცნიერო ან პროდუქტის განვითარების მიზნით ტურები).
F&B – Food and Beverage – საკვები და სასმელი.
MICE tourism – Meetings, Incentive Travel, Conventions and Exhibitions – MICE ტურიზმი – შეხვედრები, წამახალისებელი მოგზაურობა, კონვენციები და გამოფენები.
M & IT – Meetings & Incentive Travel – შეხვედრები და წამახალისებელი მოგზაურობა.
FIT – Foreign (or free) Independent Traveler – უცხოელი (ან თავისუფალი) დამოუკიდებელი მოგზაური.
GR – Group – ჯგუფი
TL – Tour leader – ტურის ლიდერი
GS – Guest services – სტუმრების მომსახურება
GSA – Guest services agent – სტუმრების მომსახურების აგენტი
MV – Mountain view – მთის ხედი
FV – Front view – წინა ხედი
SV – See view – ზღვის ხედი