დალი ცატავა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაცია

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი

დალი ცატავა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20 წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ – პროექტის მენეჯერის გამოცდილებით.

უთანამშრომლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან GIZ, TACIS, GI, DAAD, ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ტურიზმისა და მასპინძლობის კათედრის, თსუ ტურიზმის კვლევის ცენრის ლექტორი და საბჭოს წევრი.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის(GIPA) ბიზნესის სკოლის ლექტორი. სასწავლო პროცესისა და ბიზნესისთვის საჭირო კარიერული უნარჩვევების ტრენერი.
ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ლექტორი, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის-Wine and Food Tourism Academy, მენტორი.
სამეცნიერო მონოგრაფიების ავტორი გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით. ქართული გასტრონომიული კულტურის მკვლევარი. სამეცნიერო საკვლევი თემა-„გასტრონომიული კულტურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“

სასწავლო კურსის „ტურიზმი&გასტრონომია“-სკრიპტის ავტორი და ლექტორი.
სახელმძღვანელოების- „თვითმენეჯმენტის ანბანი – ჩვენ ეს შეგვიძლია“(GIPA), „სწავლის ტექნიკები“(ESM-Tbilisi) სტრატეგიები, მეთოდები, სასწავლო პროცესისათვის საჭირო უნარჩვევების – ავტორი
საერთაშორისო ჟურნალი Georgia to see – გასტრონომიული კულტურის შესახებ სამეცნიერო პოპულარული სტატიების ავტორი. ჟურნალ კული-Art-ის ბლოგერი.
გასტრონომიული კულტურის მიმართულებით სატელევიზიო გადაცემების და რადიო გადაცემების მონაწილე და მრჩეველი.
ერთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტი.

ყველა ტრენინგი