გასტრონომიული ტურიზმი, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება

ფასი:
25 ₾

ტრენინგის შესახებ

  • მდებარეობა: zoom
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 4058
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 19/07/2021
 

აღწერილობა

  • ვისთვის არის ეს მასტერკლასი საინტერესო?

ვისაც აქვს მცირე განთავსების ობიექტი ან აგროტურისტული მეურნობა და ტურისტებს სთავაზობს კვებას / მასტერკლასებს;

რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთის, ვისაც სურს საკუთარ გარემოში მოყვანილი / მომზადებული გასტრონომიული ნედლეული / პროდუქტი გარდაქმნან ტურისტულ პროდუქტად;

ტურისტულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვისი სამიზნე აუდიტორიაც გასტრო ტურისტები არიან;

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ის ძირეული საკითხები, რაც ტურიზმის ამ მიმართულებას  უკავშირდება.

  • რატომ ჩვენი მასტერკლასი?

 მასტერკლასს გაუძღვება გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი – დალილა ცატავა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.

მასტერკლასი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, მოგაწვდით ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარებათ სამომავლოდ დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები ამ მიმართულებით;

  • მასტერკლასის მიზანი:

მასტერკლასის მიზანია გასტრონომიით დაინტერესებულ პირს გააცნოს თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოში გასტრონომიული რესურსების გარდაქმნა ტურისტულ პროდუქტად;

მისცეს ან გაუღრმავოს (რეგიონების მიხედვით) ცოდნა გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ; 

მასტერკლასის ძირითადი თემები:

რატომ გახდა  დღეისთვის კვების კულტურისა და გასტრონომიის თემა ასეთი აქტუალური?;
გასტრონომიული ტურიზმი –  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებული პრიორიტეტული მიმართულება;
ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც უნიკალური ფენომენი (გასტრონომიის როლი ტურიზმში);
ვინ არის გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტი;
გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;
გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში (ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი);
გასტრონომიული ფესტივალები და მისი მნიშვნელობა ტურიზმში;

____________________________________

დეტალები:

● ტრენერი: დალილა ცატავა (გასტრონომიული კულტურის მკვლევარი)
● თარიღი: 26.04.2021
● დრო: 20:00 საათი
● ხანგრძლივობა: 2:00 საათი
● ღირებულება: 25 ლარი 

● მასტერკლასზე ჩაწერა / რეგისტრაცია
მასტერკლასზე მიმდინარეობს  რეგისტრაცია https://bit.ly/3fB03Rd

 

 

 

● მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ „Zoom“- ში
● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge

 

 
 

ტრენერები

  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი