როგორ გარდავქმნათ გასტრონომიული რესურსი ტურისტულ პროდუქტად
ტრენინგის შესახებ
- ხანგრძლივობა: 15 საათი
- კატეგორია: ტრენინგები
- სერტიფიკატი: არა
- მდებარეობა: ონლაინ
- ენა: ქართული
- ნახვა: 7950
- წინაპირობები: არა
- სირთულე: დამწყები
- დაწყება:
აღწერილობა
- ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?
ტრენინგის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს კვების ობიექტების მენეჯერები, გასტრონომიული პროდუქტის მწარმოებლები, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ვისაც სურს საკუთარ გარემოში მოყვანილი / მომზადებული გასტრონომიული ნედლეული / პროდუქტი გარდაქმნან ტურისტულ პროდუქტად, ტურისტულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, ასევე ყველა ის დაინტერესებული პირი, ვისაც სურს შეისწავლოს გასტრონომიული ტურიზმის საკვანძო საკითხები.
- რატომ ჩვენი ტრენინგი?
ტრენინგ – კურსს გაუძღვებიან გასტრონომიის წამყვანი სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა ასოციაციებიდან და კომპანიებიდან მოწვეული მრავალწლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი / თეორეტიკოსი ტრენერები. ტრენინგი დაფუძნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე, რაც მას მეტად საინტერესოს და სასარგებლოს ხდის.
- კურსის მიზანი:
➦ კურსის მიზანია გასტრონომიით დაინტერესებულ პირს გააცნოს თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოში გასტრონომიული რესურსების გარდაქმნა ტურისტულ პროდუქტად; ასევე გაცნოს გასტრონომიული ტურიზმის მომავალი და განვითარება – დაგეგმვა, მართვა და პარტნიორებთან სწორი კომუნიკაცია;
➦ მისცეს ან გაუღრმავოს თეორიული (რეგიონების მიხედვით) და პრაქტიკული ცოდნა გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ;
➦ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო გასტრონომიულ გამოცდილებაზე წამყვანი ქვეყნების მაგალითზე;
➦ და ბოლოს, გააცნოს რა აუცილებელი პირობებია საჭირო ამ სფეროში მუშაობისათვის ან საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად;
____________________________________
კურსის მოკლე აღწერა:
შეხვედრა I – გასტრონომიული ტურიზმი და მისი სახეები – დალი ცატავა
➦ გასტრონომიული კულტურა; (გასტრონომიის როლი ტურიზმში)
➦ რატომ გახდა დღეისთვის კვების კულტურისა და კულინარიის თემა ასეთი აქტუალური?
➦ გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი;
➦ ვინ არის გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტი;
➦ გასტრონომიული ტურიზმის სახეები;
➦ კვების სახეობები მსოფლიოში: ვეგეტარიანელობა, სლოუ ფუდი და ფასტ ფუდი (სწრაფი კვება);
შეხვედრა II – ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც უნიკალური ფენომენი – დალი ცატავა
➦ რეგიონების სამზარეულო;
➦ გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;
➦ ქართული სუფრა და რიტუალური დანიშნულების კერძები;
➦ პურის ფენომენი. პური, როგორც სარიტუალო პროდუქტი სხვადასხვა კულტურებში და ქართულ ტრადიციებში;
➦ გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში (ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი);
➦ გასტრონომიული ფესტივალები და მისი მნიშვნელობა ტურიზმში;
შეხვედრა III – გასტრონომიული კულტურის მუზეუმი, როგორც წარმატებული ბიზნეს მოდელი და მისი სპეციფიკა – ესმა კუნჭულია
➦ როგორ შეიქმნა გასტრონომიული კულტურის მუზეუმი და სამეცნიერო –კვლევითი ცენტრი;
➦ კერძი და მისი ისტორია, გემო და მეხსიერება – სუფრის მთავარი ექსპონატი;
➦ რა არის ქართული გემო და არომატი ისტორიული მაგალითების მიხედვით – როგორ გავხადოთ ქართული გემო და არომატი უფრო პოპულარული მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე?;
➦ რაზე ვესაუბროთ სტუმრებს? როგორ დავწერთ ჩვენი ბრენდის „გემრიელი ისტორია“ და როგორ გავყიდოთ ეს პროდუქტი (რეალურად თუ ინტერნეტით)?;
➦ გასტრონომიული ბიზნესის ფსიქოლოგია – „დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა“ – გემოსა და სუნის გავლენა ჩვენსა და სტუმრის განწყობაზე;
➦ 7 ოქროს წესი, რომელიც წარმატებას მოგვიტანს გასტრნომიულ ბიზნესში;
შეხვედრა IV – კლასიკური გასტრონომიული კულტურის ჩამოყალიბება და მისი განვითარების გზები – დალი ცატავა
➦ სარესტორნო ბიზნესი – მიშლენის Michelin გზამკვლევის ქეისი; გო ე მიო Gault&Millau;
➦ ცნება ევროპული სამზარეულო; ფრანგული კლასიკა;
➦ გასტრონომიული კონკურსები მისია და იდეა სარესტორნო ბიზნესში – Bocuse d´Or ბოკიუზ დ’ორი ;
შეხვედრა V – ქართული ყველის გაცოცხლებული ისტორია, აღიარება და მისი როლი ტურიზმში – ანა მიქაძე
➦ ყველის მრავალფეროვნება საქართველოში;
➦ არქეოლოგია და ეთნოგრაფია – სარძევე და ყველის ჭუჭლის არტეფაქტებზე საუბარი;
➦ ქართული ყველი და მისი გამოყენება გასტრონომიული ტურიზმისათვის;
➦ ქართული ყველის შეხამება ღვინოსთან და სხვადასხვა პროდუქტებთან (მაგ: ჩირი, თაფლი და ა.შ;)
➦ ქართული ყველის 80 საუკუნოვანი ისტორია და მისი პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე;
➦ რეკომენდაციები ქართული კერძებისა და ღვინის შეხამების შესახებ;
შეხვედრა VI – კვების ინდუსტრია საქართველოში – ლევან ქოქიაშვილი
➦ რა ობიექტებს მოიცავს კვების ინდუსტრია და რა შეიძლება შეიცვალოს კვების მრეწველობაში;
➦ კვების ობიექტები – როგორ შევიმუშავოთ სწორი კონცეფცია და ბრენდინგი, როგორ შევქმნათ მიმზიდველი მენიუ და დიზაინი ;
➦ საერთაშორისო გამოცდილება და მისი გადმოტანა ქართულ სარესტორნო ბიზნესში;
➦ ინოვაციები სარესტორნო ბიზნესში;
შეხვედრა VII – როგორ ვაქციოთ საკუთარი სახლი გასტრონომიული ტურიზმის ობიექტად? (უცხოური და ქართული გამოცდილება) – ესმა კუნჭულია
➦ საკუთარი სახლი – როგორც გასტრონომიული-ტურისტული ობიექტი და მასპინძლის როლი წარმატებაში;
➦ კონკურენტული უპირატესობა – რატომ უნდა გესტუმრონ თქვენ და რატომ უნდა იყიდონ თქვენი პროდუქტი? (გეგმის შედგენა, მინუსების და პლიუსების გამიჯვნა, პრიორიტეტებით მუშაობა);
➦ ქართული და უცხოური გასტრონომიული ტურიზმის მაგალითები „საკუთარ სახლში“ – ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, საქართველოს მაგალითები; რეგიონალური/სოფლის გასტრონომიული ტურიზმის პერსპექტივები 21-ე საუკუნეში;
➦ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი – (პრაქტიკული მაგალითები) როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესი პოპულარული?
➦ ფერმერებთან და ინფლუენსერებთან მჭიდრო საქმიანი კონტაქტების დაგეგმვა და გამოყენება;
➦ სიძნელეები – რომლის დაძლევაც მოგიწევთ – 3 წესი, რატომ არ უნდა შევჩერდეთ!;
➦ 11 ოქროს წესი, რომელიც საკუთარ სახლში წარმატებულ გასტრონომიულ ბიზნესს აგაწყობინებთ;
შეხვედრა VIII – პრაქტიკული მაგალითის განხილვა – აგროტურისტული მეურნეობა “ქორენა” – მაია კეზევაძე
➦ გასტრონომიული ტურიზმი – აგროტურისტული მეურნეობა “ქორენა”– ში;
➦ იმერული სამზარეულო – პრაქტიკაში გადატანილი ძველი გემოები და მომზადების კულტურა;
➦ მივიწყებული ძველი იმერული / ოკრიბული სამზარეულოს აღდგენა და გაცოცხლება;
➦ კულინარიული მასტერკლასები უხუცესი ბებოებისგან “ქორენა”–ში;
➦ ქართული სტუმართმასპინძლობის კულტურა და მისი ჩვენება სტუმრებისთვის;
➦ ქართული სამზარეულოს კლასის გონივრულად ჩვენება ვიზიტიორებისთვის;
შეხვედრა IX – ღვინო და ღვინის ტურიზმი, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტი – იაგო ბიტარიშვილი
➦ ღვინის როლი გასტრონომიულ ტურიზმში;
➦ ღვინის ტურიზმში ჩართული ძირითად მხარეები და მათი მნიშვნელობა (ღვინის მარნის მეპატრონე – პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება);
➦ სადეგუსტაციო სივრცე – როგორ მოვაწყოთ და რა კერძები (პროდუქტები) შევთავაზოთ ტურისტებს;
➦ ნიშური პროდუქტი – როგორ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი (ღვინო) ფართო სეგმენტისთვის საინტერესო;
➦ როგორ შევინაჩუნოთ ხარისხი;
➦ როგორ აქცია ღვინომ თქვენი ლოკაცია ღვინოსთან ერთდ გასტრონომიულ კვების ობიექტად?;
➦ ტურისტები მოზიდვის ძირითადი ხერხები და საშუალებები;
შეხვედრა X – როგორ შევფუთოთ და გავყიდოთ გასტრონომიული პროდუქტი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობა – ნინო ჭავჭანიძე
(ტურისტული კომპანიის მაგალითი, თანამშრომლობის მნიშვნელობა და საჭირო კრიტერიუმები)
➦ გასტრონომიაზე ორიენტირებული ტურისტული კომპანია (განსხვავება სხვა სახის ტურისტულ კომპანიებთან მიმართებაში), თანამშრომლობა, საჭირო კრიტერიუმები;
➦ პროდუქტის შეფუთვა;
➦ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები;
➦ გაყიდვის სახეობები და ფორმები;
➦ ძირითადი აქცენტები მუშაობის პროცესში;
➦ რეკლამა;
➦ კრიზისული ფაზის ანალიზი.
____________________________________
● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
● ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი, 750 ლარის ნაცვლად! (70%–იანი ფასდაკლება)
● ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.
● თარიღები: განახლდება მალე !
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 15 საათი
● კურსზე ჩაწერა/რეგისტრაცია
კურსზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია –>https://bit.ly/2BUoRSL
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ “Zoom” – ში.
● +995 557 307 337
● მისამართი: მელიქიშვილისის #17-19
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge
ტრენერები
-
აგრომეურნეობა ქორენა-ს დამფუძნებელი
-
Travel Company “Culinary & Wine Expedition” – Founder & General Manager
-
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი