გასტრონომიული ტურიზმი, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება
ტრენინგის შესახებ
- ხანგრძლივობა: 2.00 საათი
- კატეგორია: მასტერკლასები
- სერტიფიკატი: არა
- მდებარეობა: zoom
- ენა: ქართული
- ნახვა: 8341
- წინაპირობები: არა
- სირთულე: დამწყები
- დაწყება: 19/07/2021
აღწერილობა
- ვისთვის არის ეს მასტერკლასი საინტერესო?
ვისაც აქვს მცირე განთავსების ობიექტი ან აგროტურისტული მეურნობა და ტურისტებს სთავაზობს კვებას / მასტერკლასებს;
რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთის, ვისაც სურს საკუთარ გარემოში მოყვანილი / მომზადებული გასტრონომიული ნედლეული / პროდუქტი გარდაქმნან ტურისტულ პროდუქტად;
ტურისტულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვისი სამიზნე აუდიტორიაც გასტრო ტურისტები არიან;
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ის ძირეული საკითხები, რაც ტურიზმის ამ მიმართულებას უკავშირდება.
- რატომ ჩვენი მასტერკლასი?
მასტერკლასს გაუძღვება გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი – დალილა ცატავა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.
მასტერკლასი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, მოგაწვდით ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარებათ სამომავლოდ დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები ამ მიმართულებით;
- მასტერკლასის მიზანი:
მასტერკლასის მიზანია გასტრონომიით დაინტერესებულ პირს გააცნოს თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოში გასტრონომიული რესურსების გარდაქმნა ტურისტულ პროდუქტად;
მისცეს ან გაუღრმავოს (რეგიონების მიხედვით) ცოდნა გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ;
მასტერკლასის ძირითადი თემები:
➦ რატომ გახდა დღეისთვის კვების კულტურისა და გასტრონომიის თემა ასეთი აქტუალური?;
➦ გასტრონომიული ტურიზმი – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებული პრიორიტეტული მიმართულება;
➦ ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც უნიკალური ფენომენი (გასტრონომიის როლი ტურიზმში);
➦ ვინ არის გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურისტი;
➦ გასტრონომიული კულტურის კონკრეტულ რეგიონებზე მიბმის სპეციფიკა;
➦ გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში (ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი);
➦ გასტრონომიული ფესტივალები და მისი მნიშვნელობა ტურიზმში;
____________________________________
დეტალები:
● ტრენერი: დალილა ცატავა (გასტრონომიული კულტურის მკვლევარი)
● თარიღი: 26.04.2021
● დრო: 20:00 საათი
● ხანგრძლივობა: 2:00 საათი
● ღირებულება: 25 ლარი
● მასტერკლასზე ჩაწერა / რეგისტრაცია
მასტერკლასზე მიმდინარეობს რეგისტრაცია – https://bit.ly/3fB03Rd
● მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ „Zoom“- ში
● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge
ტრენერები
-
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი