როგორ ვაქციოთ გასტრონომიული რესურსი ტურისტულ პროდუქტად

ფასი:
140 ₾

ტრენინგის შესახებ

  • ხანგრძლივობა: 9 საათი
  • კატეგორია:
  • სერტიფიკატი: არა
  • მდებარეობა: ონლაინ
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 3916
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 11/15/2021
 

აღწერილობა

  • ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?

ტრენინგის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს კვების ობიექტების მენეჯერები, გასტრონომიული პროდუქტის მწარმოებლები, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ვისაც სურს საკუთარ გარემოში მოყვანილი / მომზადებული გასტრონომიული ნედლეული / პროდუქტი გარდაქმნან ტურისტულ პროდუქტად, ტურისტულ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, ასევე ყველა ის დაინტერესებული პირი, ვისაც სურს შეისწავლოს გასტრონომიული ტურიზმის საკვანძო საკითხები.

  • რატომ ჩვენი ტრენინგი?

ტრენინგ – კურსს გაუძღვებიან გასტრონომიის წამყვანი სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა ასოციაციებიდან და კომპანიებიდან მოწვეული მრავალწლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი / თეორეტიკოსი ტრენერები. ტრენინგი დაფუძნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე, რაც მას მეტად საინტერესოს და სასარგებლოს ხდის. 

  • კურსის მიზანი:

➦ კურსის მიზანია გასტრონომიით დაინტერესებულ პირს გააცნოს თუ როგორ არის შესაძლებელი საქართველოში გასტრონომიული რესურსების გარდაქმნა ტურისტულ პროდუქტად; 
მისცეს ან გაუღრმავოს თეორიული (რეგიონების მიხედვით) და პრაქტიკული ცოდნა გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის შესახებ;
➦ და ბოლოს, გააცნოს რა აუცილებელი პირობებია საჭირო ამ სფეროში მუშაობისათვის ან საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად;

____________________________________

კურსის მოკლე აღწერა:

შეხვედრა I – გასტრონომიული ტურიზმი და მისი სახეები – დალი ცატავა
➦ გასტრონომიული კულტურა; (გასტრონომიის როლი ტურიზმში)
➦ რატომ გახდა  დღეისთვის კვების კულტურისა და კულინარიის თემა ასეთი აქტუალური?
გასტრონომიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურისტი;
გასტრონომიული ტურიზმის  სახეები;
კვების სახეობები მსოფლიოში: ვეგეტარიანელობა, სლოუ ფუდი და ფასტ ფუდი (სწრაფი კვება);

შეხვედრა II –  ქართული გასტრონომიული კულტურა, როგორც უნიკალური ფენომენი – დალი ცატავა
➦ რეგიონების სამზარეულო;
➦ ქართული სუფრა და რიტუალური დანიშნულების კერძები;
პურის ფენომენი. პური, როგორც სარიტუალო პროდუქტი სხვადასხვა კულტურებში და ქართულ ტრადიციებში;
გულსართიანების კულტურა ქართულ გასტრონომიაში (ხაჭაპური, როგორც გლობალური პროდუქტი);
➦ გასტრონომიული ფესტივალები და მისი მნიშვნელობა ტურიზმში;

შეხვედრა III – ქართული ყველის გაცოცხლებული ისტორია, აღიარება და მისი როლი ტურიზმში – ანა მიქაძე

ყველის მრავალფეროვნება საქართველოში რეგიონების მიხედვით;
ახლად აღმოჩენილი ყველის სახეობები, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ნაკლდებად ცნობილია;
➦ ქართული ყველი და მისი გამოყენება გასტრონომიული ტურიზმისათვის;
➦ ქართული ყველის 80 საუკუნოვანი ისტორია და მისი პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე;
➦ ქართული ყველი და მსოფლიო – რომელი ქართული ყველი გადის საერთაშორისო ბაზრებზე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფიებდეს ყველი ამისთვის;

შეხვედრა IV – პრაქტიკული მაგალითის განხილვა – აგროტურისტული მეურნეობა “ქორენა” – მაია კეზევაძე
➦ გასტრონომიული ტურიზმი – აგროტურისტული მეურნეობა “ქორენა”– ში;
იმერული სამზარეულო – პრაქტიკაში გადატანილი ძველი გემოები და მომზადების კულტურა;
მივიწყებული ძველი იმერული / ოკრიბული სამზარეულოს აღდგენა და გაცოცხლება;
ქართული სამზარეულოს კლასის გონივრულად ჩვენება ვიზიტიორებისთვის;

შეხვედრა V – როგორ შევფუთოთ და გავყიდოთ გასტრონომიული პროდუქტი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობა – ნინო ჭავჭანიძე

გასტრონომიაზე ორიენტირებული ტურისტული კომპანია (განსხვავება სხვა სახის ტურისტულ კომპანიებთან მიმართებაში), თანამშრომლობა, საჭირო კრიტერიუმები;
პროდუქტის შეფუთვა;
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები;
გაყიდვის სახეობები და ფორმები;
ძირითადი აქცენტები მუშაობის პროცესში;
რეკლამა;
კრიზისული ფაზის ანალიზი.

შეხვედრა VI –  covid 19 – ის გავლენა გასტრონომიულ ტურიზმზე და სარესტორნო ბიზნესზე – დალი ცატავა

რა გავლენა მოახდინა covid 19-მა გასტრონომიულ ტურიზმზე;
თანამედროვე რეგულაციები და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ოპერირებენ დღეს კვების ობიექტები;
რა შეცვალა პანდემიამ სარესტორნო ბიზნესში;
გასტონომიული ტურისტების „ქცევა“ პანდემიის პირობებში;

____________________________________

● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.

● ტრენინგის ღირებულება: 140 ლარი 

 ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.

● თარიღები: 15.11.2021-22.11.2021
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 15 საათი

● კურსზე ჩაწერა/რეგისტრაცია
კურსზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია –> https://bit.ly/31oqsg0

 

 

 

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ  “Zoom” – ში.

● +995 557 307 337
● მისამართი: მელიქიშვილისის #17-19
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge

 
 

ტრენერები