ქართული ყველის გაცოცხლებული ისტორია, აღიარება და მისი როლი ტურიზმში

ფასი:
25 ₾

ტრენინგის შესახებ

  • მდებარეობა: zoom
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 9062
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება:
 

აღწერილობა

მასტერკლასი საინტერესოა მათთვის:

– ვისაც აქვს მცირე განთავსების ობიექტი ან აგროტურისტული მეურნობა და ტურისტებს სთავაზობს კვებას / მასტერკლასებს;
– ვისაც აქვს ყველის წარმოება და სურს, რომ გახადოს ტურისტებისათვის მიმზიდველი როგორც პროდუქტი, ასევე მისი წარმოების ისტორია, ყველის ამოყვანის პროცესი და გემოები;
– ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, ვინც უბრალოდ არის ყველის მოყვარული და აინტერესებს ძირეული საკითხები, (შინაარსობრივი მხარე) რაც ამ პროდუქტს უკავშირდება.

რატომ ჩვენი მასტერკლასი?!

● მასტერკლასს გაუძღვება ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, „ყველის სახლის“ დამფუძნებელი და მმართველი – ანა მიქაძე – ჩიკვაიძე;
● მასტერკლასი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, მოგაწვდით ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარებათ სამომავლოდ დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები ამ მიმართულებით;

მასტერკლასის მიზანია:

● დაინტერესებულ პირებს გააცნოს ქართული ყველის მრავალფეროვნება, მისი ისტორია და ეთნოგრაფია;
● მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ არის შესაძლებელი ყველის გამოყენება ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის სოფლის, აგრო და გასატრონომიულ ტურიზმში;
● დაანახოს რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ყველი და რა პერსპექტივები აქვს მას საერთაშორისო ბაზარზე;

____________________________________

ძირითადი თემები:

➦ ყველის მრავალფეროვნება საქართველოში რეგიონების მიხედვით;
➦ ახლად აღმოჩენილი ყველის სახეობები, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ნაკლდებად ცნობილია;
➦ არქეოლოგია და ეთნოგრაფია – სარძევე და ყველის ჭუჭლის არტეფაქტებზე საუბარი;
➦ ქართული ყველი და მისი გამოყენება სოფლის და გასტრონომიული ტურიზმისათვის
➦ ქართული ყველის 80 საუკუნე და მისი პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე;
➦ ყველის ფესტივალები და მათი მნიშვნელობა ყველის პოპულარიზაციისთვის;
➦ ყველის ტურიზმი – როგორც ახალი, საინტერესო და ცალკე მყოფი მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში;
➦ ქართული ყველი და მსოფლიო – რომელი ქართული ყველი გადის საერთაშორისო ბაზრებზე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფიებდეს ყველი ამისთვის;

____________________________________

დეტალები:
● ტრენერი: ანა მიქაძე-ჩიკვაიძე  (საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარე)
● თარიღი: განახლდება მალე!
● დრო: 20:00 საათი
● ხანგრძლივობა: 2:30 საათი
● ღირებულება: 25 ლარი 

● მასტერკლასზე ჩაწერა / რეგისტრაცია
მასტერკლასზე მიმდინარეობს  წინასწარი რეგისტრაცია http://bit.ly/3cRrCmm

 

 

 

● მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ „Zoom“- ში

● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge