შემომყვანი ტურიზმი დამწყებთათვის
ტრენინგის შესახებ
- ხანგრძლივობა: 15 საათი
- კატეგორია: ტრენინგები
- სერტიფიკატი: დიახ
- მდებარეობა: zoom
- ენა: ქართული
- ნახვა: 46051
- წინაპირობები: არა
- სირთულე: დამწყები
- დაწყება: 09/26/2022
აღწერილობა
- ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?
მათთვის ვისაც სურს ტურისტის მიღება და სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, ტურის სწორად დაგეგმარება, ბიუჯეტირება, შეთავაზება; შეისწავლოს რა არის ტურისტურლი პროდუქტი და რა მომსახურებებს მოიცავს; როგორ მოვიძიოთ ტურისტი / პარტნიორი, სად და როგორ დავხვდეთ სოც ქსელებში სწორი მარკეტინგული კამპანიით და ა.შ.
- რატომ ჩვენი ტრენინგი?
ტრენინგ – კურსს გაუძღვებიან წამყვანი ასოციაციიდან და სხვადასხვა კომპანიებიდან მოწვეული მრავალწლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი / თეორეტიკოსი ტრენერები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ, შესაბამისად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დროის მოკლე პერიოდში ძირეული ინფორმაცია მიიღოთ შემომყვან ტურიზმში არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ.
ტრენინგი ონლაინ გაიმართება, რაც მას ორმაგად პრაქტიკულს და ხელმისაწვდომს ხდის, როგორც ღირებულების, ასევე რეგიონებიდან ჩართულობის მხრივ;
- ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს ზოგადი ცოდნა შემომყვანი ტურიზმის მახასიათებლების შესახებ. მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა ადგილობრივი რესურსების სწორი მართვა და ტურისტული პაკეტების სწორი ადმინისტრირება.
ასევე მცირე დროში შეასწავლოს პირებს, როგორც პრიორიტეტული, ასევე ახალი ტურისტული მიმართულებები და ძირითადი ხერხები თუ როგორ შეიძლება მოხდეს მისი სწორად მიწოდება მიზნობრივ მომხმარებლამდე.
____________________________________
კურსის მოკლე აღწერა:
შეხვედრა I – შემომყვანი ტურიზმის ძირითადი არსი – 26.09.2022 – ია თაბაგარი;
➦ რას მოიცავს შემომყვანი ტურიზმი?;
➦ ძირითადი და დამატებითი მომსახურებები შემომყვან ტურიზმში;
➦ ორგანიზებული ტურიზმი – მინიმუმ ორი სერვისის შეთავაზება ტურისტისთვის;
➦ რომელი იურიდიული ფორმა უნდა ავირჩიოთ სწორი ფუნქციონირებისათვის;
➦ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლი შემომყვან ტურიზმში (მარკეტინგული კამპანიები, კვლევები, სამიზნე ბაზრები, გამოფენები,სტატისტიკები, მიზნობრივ ბაზებში გაწევრიანება, ელექტრონული ბიბლიოთეკა–რესურსები….);
➦ საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, მათი როლი და გაწევრიანების პირობები / ბენეფიტები;
შეხვედრა II – ტურიზმის მიმართულებები, ნაწილი 1 – 27.09.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ კულტურული ტურიზმი;
➦ სოფლის ტურიზმი;
➦ გასტრონომიული ტურიზმი;
➦ ღვინის ტურიზმი,
შეხვედრა III – ტურიზმის მიმართულებები, ნაწილი 2 – 28.09.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ სათავგადასავლო ტურიზმი;
➦ Tailor-made ტურები;
➦ გარანტირებული ტურები;
➦ ჯგუფური ტურები;
➦ სოლო მოგზაურები
შეხვედრა IV –განსხვავებული ტურისტული პროდუქტები – 29.09.2022 – თორნიკე ფურცელაძე
➦ რას გუსლისხმობს განსხვავებული ტურისტული პროდუქტი;
➦ მსოფლიო გამოცდილება ამ მიმართულებით (ღვინის მატარებელი, ვახშამი ვენახში, საჰაერო ბურთით ფრენა, სასტუმრო ტყეში ა.შ);
➦ საქართველოში არსებული რეალობა ამ მიმართულებით;
➦ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი პროდუქტი გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან;
შეხვედრა V – ტურების შედგენა და ხარჯთაღრიცხვა – 30.09.2022 – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწონოთ ტურის შედგენისას;
➦ ერთდღიანი და რამდენიმე დღიანი ტურების შედგენა;
➦ შედგენილი ტურების ბიუჯეტირება;
➦ დავალება – ტურის შედგენა და ბიუჯეტირება (სხვადასხვა შინაარსის, დღეების და მგზავრთა რაოდენობის მიხედვით)
შეხვედრა VI – მარკეტინგი შემომყვან ტურიზმში – 03.10.2022 – თორნიკე გურული
➦ ბაზრის შერჩევა / კვლევა;
➦ სეგმენტაცია / მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
➦ ბრენდინგი / ბრენდის შექმნა;
➦ საკომუნიკაციო არხები და მათი გამოყენება;
➦ტურისტების ინტერესის / ქცევის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება;
➦ შემომყვან ტურიზმთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანები;
შეხვედრა VII – ციფრული მარკეტინგი (ნაწილი 1) – 04.10.2022 – ლაშა ბარჯაძე
➦ ციფრული ტურიზმი, როგორც ახალი შესაძლებლობა შემომყვან ტურიზმში – როგორ გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი ონლაინ სივრცეში;
➦ airbnb- ზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე ექსპერიენსებში ტურის განთავსება;
➦ სოციალური ქსელები და მათი გამოყენება ჩვენს ბიზნესში;
➦ საიტის (ვებ–გვერდი) კონცეფცია;
➦ რეკლამირება – როგორ გვეძევენ?
შეხვედრა VIII – ციფრული მარკეტინგი (ნაწილი 2) – 05.10.2022 – ლაშა ბარჯაძე
➦ ციფრული მარკეტინგი – სოლიდური და საჭირო ვებ-გვერდი, ლენდინგ ფეიჯი;
➦ გვერდის შექმნის ვიდეო;
➦ გუგლის შესაძლებლობები, რას გვთავაზობს, როგორ შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენი ბიზნესი ამ პლადფორმაზე;
➦ გუგლის დავალებები;
შეხვედრა IX – გიდის ფუნქცია მოვალეობები და პასუხისმგებლობები შემომყვან ტურისტულ კომპანიაში – 06.10.2022 – ინგა ბელოვა
➦ გიდი, როგორც ქვეყნის სახე;
➦ თანამშრმლობის პირობები ტურისტულ კომპანიასა და გიდს შორის;
➦ გიდის როლი და პასუხსმგებლობა ტურის პროცესში;
➦ გიდსა და სხვა ტურისტული სერვისის მომწოდებლებთან (სატრანსპორტო კომპანია, კვების ობიექტები და სხვა) თანამშრომლობა;
➦ ტური / ტურის ჩატარება / მართვა / კონტროლი;
➦ როგორ მართავს გიდი ფორსმაჟორული მდგომარეობას;
შეხვედრა X – ტურისტული გამოფენები შემომყვან ტურიზმში – 07.10.2022 – ნინო ჭავჭანიძე
➦ რას გულისხმობს საერთაშორისო ტურისტული გამფენა და რომელ ქვეყნებს მოიცავს;
➦ როგორ ხდება მონაწილეობის მიღება გამოფენებში;
➦ ფინანსური მარჟა / თანამონაწილეობა ადმინისტრაციასთან ერთად;
➦ გამოფენები – პოტენციურ პარტნიორთან კომუნიკაციის დამყარების ძირითადი გზა;
➦ პარტნიორებთან მუშაობის პრინციპი;
____________________________________
● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
● ტრენინგის ღირებულება: 370 ლარი 880 ლარის ნაცვლად;
● ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.
● თარიღები: 26.09.2022 – 07.10.2022
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 15 საათი
● კურსზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია –> https://bit.ly/3zpnsPq
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ “Zoom” – ში.
● +995 557 307 337
● მისამართი: მელიქიშვილისის #17-19
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge
ტრენერები
-
Work Experience 2022 – present – NC Travel Adviser Founder & CEO 2018 – 2021 Travel Company “Culinary & Wine Expedition” – Founder & General Manager 2018 – 2018 Travel Company “Adjara Tour” – Tbilisi Branch Manager 2011 – 2018 Travel Company “GeorgiCa Travel” – Manager, MICE Tourism Department; Tour Operations Manager 2011 – …
დაწვრილებით ნინო ჭავჭანიძე -
მარკეტერი, PR-ის სპეციალისტი
-
პროექტების მართვისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტი; ნიყვის კომუნის დამფუძნებელი
-
ტურისტული კომპნია Travel Promotions Georgia – ს დამფუძნებელი და დირექტორი