ონალინ არხების მართვა მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტებისთვის

ფასი:
60 ₾

ტრენინგის შესახებ

  • მდებარეობა: zoom
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 2645
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება:
 

აღწერილობა

ვისთვის არის ეს მასტერკლასი საინტერესო?

ტურიზმის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ობიექტებისთვის, (საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები, აგროტურისტული მეურნეობები…) ვისაც სურს მოახდინოს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გაყიდვების ზრდა;
ტურისტული ობიექტებისთვის, ვისაც უნდა დამატებითი მომსახურებების (ექსკურსიები, მასტერკლასები, თემატური ტურები) განთავსება სხვადასხვა ონლაინ არხებზე;
ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვინც სამომავლოდ გეგმავს საქმიანობის წამოწყებას ტურიზმში და ინფორმაციის მოძიების პროცესშია;

 
რატომ ჩვენი მასტერკლასი?
 
მასტერკლასს გაუძღვება ტურიზმის სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და აგროტურისტული მეურნეობა “Melaanian Vintage Guest house”-ის დამფუძნებელი – თეონა თაბორიძე, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს;
მასტერკლასი მოგცემთ ახალ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობა მეტად ხელმისაწვდომი გახადოთ მიზნობრივი აუდიტორიისთვის;
 
მასტერკლასის მიზანი:
 
მასტერკლასის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ არხების შესახებ;
მონაწილეებს გააცნოს ის საკვაძნო საკითხები, რომლის მიხედვითაც მოახდენენ ტურისტული ბიზნესის ადაპტირებას ციფრულ პლატფორმებთან;
და ასევე პრაქტიკაში აჩვენოს თუ როგორ ხდება ონლაინ ტურისტულ არხებზე დარეგისტრირება და ინფორმაციის განთავსება (Booking.com-სა და Airbnb-ის მაგალითზე);

____________________________________

დღე I – ონლაინ ტურისტული არხების მნიშვნელობა და მიმოხილვა (თეორიული ნაწილი)

ძირითადი საკომუნიკაციო არხები ტურისტული ობიექტებისთვის ( Tripadvisor, Bookong.com, Airbnb, Facebook, Instagram, Pinterest, Google Services) მათი მიმოხილვა და თითოეულის უპირატესობა / ნაკლოვანების ანალიზი;
➦ ტრადიციული და ციფრული მარკეტინგი (მომხმარებელთა მოზიდვა ონლაინ არხების მეშვეობით);
➦ ციფრული მარკეტინგის სახეობები (SEO – საძიებო ოპტიმიზაცია, E-mail მარკეტინგი, Mobile მარკეტინგი, influencer მარკეტინგი)
➦ რატომ და რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ ტურისტული არხების გამოყენება ტურისტული ობიექტებისთვის;


დღე II – ონლაინ ტურისტულ არხებზე დარეგისტრირება და ტურისტული პროდუქტის / ობიექტის შესახებ ინფორმაციის გადატანა (პრაქტიკული ნაწილი)

ონლაინ ტურისტულ არხებთან დაკავშირება და მათთან კომუნიკაცია / პარტნიორობა;
➦ როგორ შევქმნათ განსხვავებული ნიშა – USP (უნიკალური გასაყიდი პოზიცია);
➦ როგორ ხდება დარეგისტრირება, ინფორმაციის განთავსება ონლაინ არებზე (კონკრეტული ქეისი booking.com და Airbnb პლატფორმებზე, სისტემის ჩვენება);
➦ ფოტო / ვიდეო მასალის გადატანა ონლაინ არხებზე;
➦ გუგლის ინსტრუმენტებზე რეგისტრაცია (პრაქტიკული მაგალითის განხილვა);

____________________________________

● მასტერკლასის ღირებულება: 60 ლარი;
● თარიღი:განახლდება მალე! 
● დრო: 20:00 საათი
● ხანგრძლივობა: 2 დღე

● მასტერკლასზე მიმდინარეობს რეგისტრაცია –>https://bit.ly/3mtQvtL

● მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ “Zoom”- ში
● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge