გრანტები და პროექტები ტურიზმში

ფასი:
70 ₾

ტრენინგის შესახებ

  • მდებარეობა: zoom
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 39489
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 17/10/2022
 

აღწერილობა

ვისთვის არის ეს მასტერკლასი საინტერესო?
 
●  ვისაც აქვს მცირე განთავსების ობიექტი ან აგროტურისტული მეურნობა და სურს ფინანსური რესურსების მოძიება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თუ დამატებითი მომსაურებების შეთავაზებისთვის;
●  ვისაც აქვს წამოწყებული ტურისტული საქმიანობა და ეძებს თანადაფინანსებების გზებს; 
● ყველა იმ დაინტერესებული ადამიანისთვის, ვინც სამომავლოდ აპირებს ბიზნეს საქმიანობას ტურიზმში და ჯერ მხოლოდ ინფორმაციის მოძიების პროცესშია;
 
რატომ ჩვენი მასტერკლასი?
 
●  მასტერკლასს გაუძღვება ტურიზმის სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, “აწარმოე საქართველოში” გრანტების გამარჯვებული – თეონა თაბორიძე, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს;
● მასტერკლასი მოგცემთ ახალ ცოდნას / იდეებს და დაგანახებთ ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს, თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის;
 
მასტერკლასის მიზანი:
 
●  მასტერკლასის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს პირველადი ინფორმაცია საგრანტო / საფინანსო წყაროების შესახებ; 
● მონაწილეებს გააცნოს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს საგრანტო განაცხადი;
●  და ასევე პრაქტიკაში აჩვენოს თუ როგორ ხდება საგრანტო განაცხადის შევსება ( “აწარმოე საქართველოში” საგრანტო განაცხადის მაგალითზე);

_______________________

მასტერკლასის თემები:

დღე I – თეორიული მასალის გაცნობა

➦ დაფინანსების & თანადაფინანსების გზები ( საგრანტო კონკურსებთან წვდომა);
➦ ადგილობრივი საგრანტო ორგანიზაციები;
➦ საერთაშორისო საგრანტრო ორგანიზაციები;
➦ საქმიანობის რა ეტაპზე უნდა იყოს ბიზნესი, იმისათვის რომ მიიღოს გრანტი;

დღე II – პრაქტიკული ნაწილი (საგრანტო განაცხადის შევსება, წარმატებული მაგალითის განხილვა)

➦ საგრანტო განაცხადის მომზდება (მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა);
➦ რა კრიტერიუმებით ფასდება საგრანტო განაცხადი;
➦ განაცხადის შევსება ( აწარმოე საქართველოს მაგალითზე );

____________________________________

● მასტერკლასის ღირებულება: 70 ლარი;
თარიღი: 17.10.2022 – 18.10.2022 
● დრო: 20:00 საათი
● ხანგრძლივობა: 2 დღე (ჯამში 3 საათი)

● მასტერკლასზე მიმდინარეობს რეგისტრაცია –>https://bit.ly/3aET615

● მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ “Zoom”- ში
● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge