გასტრონომიულ/შემეცნებითი მასტერკლასი კახეთში

ფასი:
95 ₾

ტრენინგის შესახებ

  • მდებარეობა: კახეთი
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 3343
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 07/05/2022
 

აღწერილობა

“ტურიზმის ორგანიზაცია” გთავაზობთ ერთდღიან შემცენებით / გასტრონომიულ მასტერკლასს კახეთში;

ვესტუმრებით ეკოტურისტულ მეურნეობა “Melaanian Vintage – Guest House”-ს, სადაც მისი მფლობელი და ჩვენი ორგანიზაციის ტრენერი თეონა თაბორიძე დეტალურად მოგვიყვება ბიზნესის წარმატების ისტორიას, აქვე მოეწყობა სხვადასხვა მასტერკლასი და  საღამოხანს მივირთმევთ ჩვენს თვალწინ მომზადებულ კერძებს, დავაგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს და გვექნება დაუვიწყარი ვახშამი კახეთის გულში.

მასტერკლასი საინტერესოა:

მათთვის, ვისაც აქვს ან აპირებს აგროტურისტული მეურნეობის შექმნას;
მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის;
ტუროპერატორებისთვის და გიდებისაათვის;
ვისაც აინტერესებს გასტრონომიული და სოფლის ტურიზმი;
 ჩვენი კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სურვილი აქვს / მოენატრა ჩვენთან ერთად შეხვედრა / ურთიერთობის 🙂

ღირებულება შეაედგენს 95 ლარს და მოიცავს:

➦ ტრანსპორტირებას;
➦ გათამაშებას და პრიზებს;
➦ ჩაის ტურს – რომლის ფარგლებშიც მოხდება ჩაის შეგროვება სოფელ მელაანის მიმდებარედ, მდინარე ლაკბის ხეობის ეკოლოგიურ გარემოში, ასევე გვექნება ჩაის დეგუსტაცია აგრო მეურნეობაში და საკუთარი ხელით შეგროვებული ნედლეულის გაშრობა დაპაკეტება ჩაიდ გარდაქმნა და თან წაღება;
➦ ლაკბის ტბის და მიმდებარედ არსებული ღირსშესანიშნაოებების მონახულება;
➦ სტუმრობას ეკოტურისტულ მეურნეობა “Melaanian Vintage – Guest House” – ში;
➦ მინი-ტრენინგს / მასტერკლას – ბიზნესის წარმატების ისტორიის შესახებ;
➦ კახურ ვახშამს არაჩვეულებრივი ადგილობრივად წარმოებული ღვინის თანხლებით;
➦ ტურიზმის ორგანიზაციის გუნდის მეგზურობასა და ორგანიზებას 🙂

მასტერკლასის დეტალები:

➦ გასვლა: 08:00 – (ველოსიპეტის ძეგლიდან, ვარდების მოედანი)
➦ ჩასვლა: 09:30 – ჩასვლა
➦ 09:30 – 11:30 – ჩაის შეგროვება;
➦ 11:30 – 13:30 – ლაკბის ხეობის და ღირსშესანიშნაოებების მონახულება;
➦ 13:30 – 14:30 – ჩაის დეგუსტაცია, ადგილობრივ ნუგბართან ერთად;
➦ 14:30 – 15:30 – ჩვენი მასპინძელი მოგვიყვება თავისი წარმატების ისტორიას;
➦ 15:30 – 16:30 – წამახალისებელი გათამაშება ( გათამაშდება ჩვენი ორგანიზაციის კურსებზე ფასდაკლების ბარათები)
➦ 17:00 – ვახშამი;
➦ 20:00 – თბილისში გამომგზავრება;

____________________________________

● მასტერკლასის ღირებულება: 95 ლარი;
● თარიღი: 07.05.2022
● ხანგრძლივობა: 1 დღე

● მასტერკლასზე მიმდინარეობს რეგისტრაცია –> https://bit.ly/3jJa93p

 

 

 

● +995 557 307 337
info@to.edu.ge
● www.to.edu.ge