თორნიკე ზირაქიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის რანგიში პასუხისმგებელია სააგენტოს სამ მიმართულებაზე, კერძოდ, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ექსპორტს წახალისება და ინვესტიციების მოზიდვა. ხსენებული პოზიციის დაკავებამდე, ასრულებდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობას. ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში, იყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. ასევე, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში თორნიკე კოორდინაციას უწევდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესს და ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი საკონვენციო ბიუროს ჩამოყალიბებას. ამასთან, იყო მომხსენებელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე. ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში აშშ-ს ჯორჯიის შტატის “West Georgia”-იის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.