• contracting@voyagetours.ge

სოფია ისაკაძე

Voyage Tours Georgia

კონტრაქტინგის დეპარტამენტის უფროსი

ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება: 4 წელი
ძირითადი მიმართულება: შემომყვანი ტურიზმი
სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში „ვოიაჟ ტურს ჯორჯიას“ კონტრაქტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ძირითადი მოვალეობები:
• კონტრაქტების სტანდარტების შემუშავება, მათ შორის ბიუჯეტის, გადახდის პირობებისა და ზოგადი დებულებების განსაზღვრა;
• კონკრეტული მარკეტების შესწავლა, მათთვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
• ფასწარმოქმნის ანალიზი სტრატეგიებზე დაყრდნობით და მისი კონტროლი სხვადასხვა მექანიზმებით;
• ონლაინ ტურისტულ არხებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, მართვა, კონტროლი;

განათლება & დამატებითი კვალიფიკაცია:
• აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხვატრო აკადემიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი :
ხელოვნებათმცოდნეობა-რესტავრაციის ფაკულტეტი 2010-2016 წწ.
• რამდენიმე წიგნის შემდგენელი, მათ შორის ფოტოალბომის : „დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავლები“ 2016 წ.
• არქეოლოგიური ექსპედიციებისა და ისტორიული ძეგლების საკონსერვაციო სამუშაოების მონაწილე 2010-2016 წწ.
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი 2012-2017 წწ.
• თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი 2013-2014 წწ.
• სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კონფერენციის, მათ შორის იტალიის საერთაშორისო ვორკშოფის მონაწილე “spirit of place in and out ” 2011 წ.