გიორგი ბრეგაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის – კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი

გიორგი ბრეგაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსია. პარალელურად არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასევე მოწვეულ ლექტორად მუშაობს საქართველოს, შავი ზღვის და ილიას უნივერსიტეტებში. მას აქვს ორი მაგისტრატურის ხარისხი მიღებული: ეკონომიკის განხრით ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ფინანსების განხრით გერმანიის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წელს მიიღო. ტურიზმის სექტორში 2012 წლიდან მოღვაწეობს და მის ვალდებულებებში შედის ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა.

ყველა ტრენინგი