მთავარ შიგთავსზე გადასვლა

გიდის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში

გიდის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში

ტურიზმი მრალფეროვანი სფეროა, რომელში შემავალი თითოეული კომპონენტი საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ვინ არის გიდი? და რა დანიშნულება აქვს მას?

კლასიკური განმარტებით იგი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის გადაადგილებაზე და ძირითადი მოვალეობა მათთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებაა. თუმცა, ისევე როგორც ბევრ სფეროში დღეს მსოფლიო ცდილობს გაცდეს მისთვის დადგენილ ჩარჩოებს და შემოგვთავაზოს სიახლეები, გამონაკლისი არც ტურიზმის სფეროა.

თუ 10-15 წლის წინ მნიშვნელოვანი იყო გიდს დაეზეპირებინა სხვადასხვა ტექსტი და უბრალოდ მოეყოლა მონოტონურად ჯგუფისთვის დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და უპირატესობა ენიჭება სერვისს. თანამედროვე ტურისტი ბევრად განვითარებულია, შესაბამისად მისთვის დაზეპირებული ტექსტის მოყოლა არ არის დამაკმაყოფილებელი. დღეს გიდი არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სახეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მან ტურისტებს დასამახსოვრებელი ტურები შესთავაზოს. აუცილებელია რა თქმა უნდა ტურის მსვლელოვის დროს გააცნოს ძირითადი ასპექტები, როგორიცა ქვეყნიის კულტურა, ისტორია და ღირსშესანიშნაობები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შესთავაზოს ისე, რომ ტურისტის კმაყოფილება მაქსიმალური იყოს.

იმისთვის, რომ ტური საინტერესო გამოვიდეს გიდები ცდილობენ სიახლეები შეიტანონ მათ საქმიანობაში, დღეს ტრენდული სთორი თელინგი და ტეილორ მეიდ ტურებებია.

სთორი თელინგი - წარმოადგენს ჩვეულებრივი ამბის თხრობას განსაკუთრებულად/დასამახსოვრებლად, რომელიც მოითხოვს საჭირო უნარ ჩვევებს, ჩვენ ან ვქმნით რაიმეს შესახებ ისტორიას ან არსებულ ისტორიას ვაწვდით ჩვენს ტურისტებს განსხვავებულად.

თეილორ მეიდ ტურები - მომხმარებლის ინტერსესზე მორგებული ტურები, სიტუაცია, როდესაც მთავარი შემოქმედი ტურისტია და იგი გეგმავს გიდთან ერთად მისთვის საიტერესო მოგზაურობას. ტურში გათვალისწინებულია ტურისტის ყველა მოთხოვნა.

მათ ვისაც სურს ტურიზმის ინდუსტრიის ამ მნიშვნელოვანი რგოლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და სურს მოკლე დროში შეისწავლოს გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ტექნიკა, დაინტერესებულ პირებს ტურიზმის ორგანიზაცია გიდის მოსამზადებელ კურსს სთავაზობს.

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://to.edu.ge/trainings/guide/

ჩვენი ტრენინგები

ყველა

გიდის მოსამზადებელი კურსი

გიდის მოსამზადებელი კურსის მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო! ● ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო?! მათთვის,…

30 საათი სერტიფიკატი
750 ₾ დეტალურად
ონლაინ

როგორ ვაქციოთ სოფელი ტურისტულ მიმართულებად

ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო? ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გააჩნია მეურნეობა და აქვს სურვილი…

12 საათი სერტიფიკატი
190 ₾ დეტალურად

გამყვანი ტურიზმი

ღია კარის დღე (2 აპრილი 19:00 სთ) და ტრენინგების ჩატარების ადგილი: - მულტიფუნქციური სივრცე „ტერმინალი“,…

32 საათი სერტიფიკატი
550 ₾ დეტალურად

სხვა სტატიები

ბლოგი

განთავსების ინდუსტრია, როგორც მომავლის ტურიზმის დასაყრდენი ძალა

გლობალური პანდემია, რომელიც გასულ წელს დაიწყო კვლავ აქტიურ ფაზაშია, თუმცა, ისევე, როგორც მსოფლიო, ჩვენი ქვეყანაც…

Habinetჯგუფის კომპანიები