მცირე ზომის განთავსების ობიექტების მართვა და სპეციფიკა
ტრენინგის შესახებ
- ხანგრძლივობა: 18 საათი
- კატეგორია: ტრენინგები
- სერტიფიკატი: დიახ
- მდებარეობა: zoom
- ენა: ქართული
- ნახვა: 8727
- წინაპირობები: არა
- სირთულე: დამწყები
- დაწყება: 23.06.2021
აღწერილობა
გაქვს განთავსების ობიექტი?
აპირებ მასპინძლობის ინდუსტრიაში ბიზნესის წამოწყებას?
გსურს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის მეტად მიმზიდველი და გამორჩეული გახადო შენი ობიექტი სხვადასხვა სერვისების და საინტერესო მომსახურების შეთავაზებით?
მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა!
- ტრენინგის ფარგლებში განვიხილავთ:
განთავსების ობიექტის მართვის, მოწყობის და კონცეფციის პრინციპებს; გაყიდვების არხებს; ფასწარმოქმნის პოლიტიკას; მარკეტინგს და ბრენდინგს; კვებით მომსახურებას; გრანტებს და სხვა საფინანსო წყაროებს; სამართვლებრივ მხარეებს და საგადასახადო რეგულაციებს; საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებს; COVID-19_ის შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის განახლებას განთავსების ობიექტებსა და სამზარეულოში და ა.შ.
და რაც მთავარია, გექნებათ საშუალება თქვენთვის საჭირო ყველა შეკითხვაზე მიიღოთ ამომწურავი პასუხი როგორც გამოცდილი ტრენერებისაგან, ასევე “ტურიზმის ორგანიზაციის” გუნდისაგან.
- რატომ ჩვენი ტრენინგი?
ტრენინგზე მოწვეული გვყავს როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი ტრენერები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ;
ტრენინგი გაიმართება ონლაინ – ზუმის საშუალებით, რაც მას მეტად ხელმისაწვდომს ხდის როგორც ღირებულების, ასევე რეგიონებიდან ჩართულობის მხრივ;
გაიგე მეტი თუ რას წერენ ჩვენს შესახებ კურსდამთავრებულნი: https://bit.ly/2VZGoiQ
____________________________________
კურსის მოკლე აღწერა:
შეხვედრა I – მასპინძლობის ინდუსტრიის ზოგადი მიმოხილვა – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ როგორი ტიპის განთავსების ობიექტები არსებობს; (მაგ: სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი და ა.შ)
➦ დიდი ზომის განთავსების ობიეტები;
➦ საშუალო ზომის განთავსების ობიექტები;
➦ მცირე ზომის განთავსების ობიქტები;
➦ თითოეულ მათგანზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა და უპირატესობა/ნაკლოვანების განხილვა;
შეხვედრა II – რა არის Guest-House? – თეონა თაბორიძე
➦ “სასტუმრო სახლის” კონცეფცია;
➦ ადგილმდებარეობის მნიშვნელობა;
➦ მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები;
➦ მართვის ოთხი ძირითადი ფუნქცია;
➦ დაგეგმვა – ძირითადი მიზნები და ამოცანები;
➦ ორგანიზება – ორგანიზაციული სტრუქტურა – გუნდი;
➦ გაძღოლა / ლიდერობა – თანამშრომლების მოტივაცია, ზრდა;
➦ მომსახურებები და შეთავაზებები;
შეხვედრა III – Guest House სამართლებრივი მხარეები – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ ბიზნესის ფლობის სამი სამართლებრივი ფორმა;
➦ ფიზიკური პირი;
➦ იურიდიული პირი;
➦ შპს ორგანიზაცია;
➦ საგადასახადო რეგულაციები თითოეულ მათგანზე და უპირატესობები და ნაკლოვანებები;
შეხვედრა IV – სასტუმრო სახლის მოწყობის პრინციპები – თეონა თაბორიძე
➦ ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის გამოყენება საოჯახო სასტუმროს მოწყობაში;
➦ ტრადიციული არქიტექტურული სტილი საქართველოში (რეგიონების მიხედვით);
➦ სარემონტო სამუშაოები და დიზაინი;
➦ აღჭურვილობა;
➦ სან–ჰიგიენა;
➦ ხარჯები;
➦ რამოდენიმე წარმატებული საერთაშორისო Guest house ობიექტები და მათი საქმიანობის მიმოხილვა;
შეხვედრა V – Guest House კვებითი მომსახურება – მაიკო კეზევაძე
➦ მენიუს შემუშავების პრინციპები;
➦ საკვების მომზადების სან–ჰიგიენური ნორმები;
➦ რას ვთავაზობთ საუზმედ, სადილად და ვახშმად?
➦ ადგილობრივი პროდუქტების / კერძების / ღვინის გამოყენება კვებით მომსაურებში;
➦ მასტერკლასები, როგორც დამატებითი მომსახურება საოჯახო სასტუმროსთვის;
შეხვედრა VI – Guest House ფასწარმოქმნის პოლიტიკა – მაიკო კეზევაძე
➦ ერთი ტურისტის განთავსების ფასგამოთვლის მოდელი;
➦ ოთახების ფასების რანჟირების მეთოდები;
➦ რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ფასწარმოქმნის დროს;
შეხვედრა VII – Guest House მარკეტინგი – მარიამ ჟორჟიკაშვილი
➦ მარკეტინგული (ბაზრის) კვლევა;
➦ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია, კონკურენტები, ბუნებრივი და კულტურული შესაძლებლობები;
➦ USP (უნიკალური გასაყიდი პოზიცია);
➦ სარეკლამო კამპანია – ეფექტური რეკლამის შექმნა;
➦ ბრენდბუქის შექმნა (ლოგო და საფირმო სტილი, რომელიც გამოყენებული იქნება მარკეტინგული კამპანიების დროს);
➦ ტურისტების ინტერესის / ქცევის შესწავლა და პროუქტის შექმნა მათი ინტერესების გათვალისწინებით;
შეხვედრა VIII – როგორ შევქმნათ განსხვავებული ნიშა? და როგორ გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი? (გაყიდვების არხები) – თეონა თაბორიძე
➦ როგორ შევქმნათ განსხვავებული ნიშა?;
➦ რა დამატებითი მომსახურებები შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს (დეგუსტაცია, მასტერკლასები, ტურები / ექსკურსიები და ა.შ);
➦ პირდაპირი გაყიდვები (ინტერნეტ გაყიდვები, სოც. ქსელები, გამოფენები);
➦ არაპირდაპირი გაყიდვები (ტურისტული კომპანიები, ტუროპერატორები, გიდები);
➦ ჯავშნები (Booking.com, Tripadvisor.com, AirBnB.com);
➦ როგორ ხდება დამატებით მომსახურებებზე ინფორმაციის განთავსება ონლაინ არებზე (კონკრეტული ქეისი ერთ–ერთ პლატფორმაზე, სისტემის ჩვენება);
შეხვედრა IX – გრანტები და სხვა საფინანსო წყაროები – თეონა თაბორიძე
➦ ადგილობრივი საგრანტო ორგანიზაციები;
➦ საერთაშორისო საგრანტრო ორგანიზაციები;
➦ როგორ შევადგინოთ საგრანტო განაცხადი (მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა);
შეხვედრა X – COVID-19_ის შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის განახლება განთავსების ობიექტებსა და სამზარეულოში – მაიკო კეზევაძე
➦ რა ადგილას უნდა განვათავსოთ ინფორმაცია COVID-19ის პრევენციული ღონისძიების შესახებ ეზოში;
➦ რა აუცილებელი ნივთები და ჰიგიენურ / სადეზინფექციო საშუალებები დაგვჭირდება ეზოში;
➦ სტიკერები, ქცევის წესები დახურულ და ღია სივრცეში და დეზობარიერი;
➦ საოჯახო სასტუმროში განთავსების წესები;
➦ სამზარეულოში ქცევის წესები;
➦ დამატებით რა საჭირო ნივთებით უნდა იყოს აღჭურვილი განთავსების ობიექტი;
➦ ზოგადი რეკომენდაციები როგორ გავიაროთ შემოწმება;
შეხვედრა XI – მცირე და საშუალო ზომის სასტუმრო ბიზნესის მართვის პრინციპები – მაკა ცხომელიძე
➦ სასტუმროს გაყიდვების გუნდის სწორი მართვა და სტრუქტურიზაცია;
➦ ბაზრის კვლევა და კონკურენტული უპირატესობა;
➦ მიზნობრვ აუდიტორიაზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
➦ CRM – ის განმარტება და გამოყენება სასტუმროში, მომხმარებელთა ბაზის წარმოება;
➦ საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებში;
➦ საფასო პოლიტიკის განსაზღვარა;
შეხვედრა XII – გლემპინგი, თანამედროვე და ნიშური განთავსების ობიექტი საქართველოში – შალვა ასათიანი
➦ როდის და როგორ გაჩნდა გლემპინგ–განთავსების ობიექტების დაარსების იდეა? (ბიზნესის დასაწყებად რა ფინანსური კაპიტალი და ადამიანური რესურსის საჭიროება არსებობს);
➦ გლემპინგ განთავსების ობიექტის მოწყობა და მისი თავისებურებები;
➦ რითი არის გამორჩეული გლემპინგი სხვა განთავსების ობიექტებისგან და რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი / ნიშა?;
➦ როგორ მოახერხა ამ ტიპის განთავსების ობიექტმა სწრაფად მზარდ კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება;
➦ სეგმენტაცია და მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა (ძირითადად ვინ არიან გლემპინგის მომხმარებლები);
➦ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები – კომუნიკაციის ფორმები (რა არხებით ხდება მომხმარებეთან კომუნიკაცია);
➦ შეთავაზების მრავალფეროვნება – რამდენ რეგიონს და რამდენ განთავსების ობიექტს აერთიანებს დღეისთვის საქართველოს გლემპინგის ასოციაცია;
➦ გლემპინგის საცხოვრებელი ტიპების ფართო არჩევანი (მაგ: საფარი ტენტი, სახლი ხეზე, ხის კოტეჯი და ა.შ) და თითოეულის განხილვა;
➦ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
____________________________________
● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
● ტრენინგის ღირებულება 500 ლარის ნაცვლად: 250 ლარი (50%-იანი ფასდაკლება)
● ანგარიშსწორების პირობები:
➦ სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10 % – ს.
➦ ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს 10% – იანი ფასდაკლება.
➦ ოჯახიდან 2 ადამიანის დასწერების შემთხვევაში თითოეულ მათანზე მოქმედებს 15% – იანი ფასდაკლება.
➦ ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მოქმედებს ასევე 15% – იანი ფასდაკლება.
● თარიღები: 23.06.2021 – 07.07.2021
ყოველ დღე, 20:00 საათზე (შაბათ – კვირის გარდა)
1:30 საათი დღეში
ჯამში: 18 საათი
● კურსზე მიმდინარეობს რეგისტრაცია –> http://bit.ly/3uKzHSd
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ “Zoom” – ში.
● +995 557 307 337
● info@to.edu.ge
● www.to.edu.ge
ტრენერები
-
აგრომეურნეობა ქორენა-ს დამფუძნებელი
-
პროექტების მართვისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტი; ნიყვის კომუნის დამფუძნებელი