21-ე საუკუნეში ტურიზმი გლობალური გახდა და გაცდა მისთვის დადგენილ ნორმებს, თუმცა უცვლელი დარჩა ის ძირითადი მოტივი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდენ. რა არის კულტურული ტურიზმი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქვეყნისთვის?

კულტურული ტურიზმი მოიცავს ტურიზმის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც დაკავშირებულია ერის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, მატერიალური და სოციალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან.

ტურიზმის ამ მიმართულებით პოზიციონირებს ბაზარზე ბევრი ქვეყანა, რომლებსაც დიდი კულტურა და ისტორია გააჩნიათ რაც მათ აძლევთ საშუალებას ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა გაზარდონ, მას შემდეგ კი რაც ეს რაოდენობა გაიზრდება შემოსულ ტურისტებს ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად ასევე არატრადიციული ტურები შესთავაზონ.

კულტურული ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოტივი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას არის გაიცნოს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მისი ძეგლები და ისტორია. საქართველოს ყველა რეგიონს განსხვავებული კულტურული წარსული და ისტორია გააჩნია, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. ტურისტების უმრავლესობა სწორედ  ამ ყველაფრის გასაცნობად სტუმრობს ქვეყანას. ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის, რადგან ამ მიმართულებით დიდი შესაძლებლობა გაგვაჩნია.  

ინოვაციების ეპოქაში აქტუალობას არ კარგავს კულტურული ტურიზმი,  დღეს ციფრული ინდუსტრიის გამოყენებით უამრავი ძეგლი თუ ადგილი გახდა დაუვიწყარი შთაბეჭდიილების მიღების წყარო. ციფრულმა ტექნოლოგიებმა ტურიზმის ინდუსტრია გახადა ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ვიზიტირებისთვის. მსოფლიოში უამრავი მგალითი არსებობს თუ როგორ შეძლო ახალი სიცოცხლის შეძენა სხვადასხვა ადგილმა გაციფრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მაგალითები საკმაოდ საინტერესოა დღეს გესაუბრებით საქართველოს მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ადგილი გახადო ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის საინტერესო.

საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი აღადგინეს. მიუხედავად იმსა, რომ მუზეუმი საკმაოდ მცირე ზომისაა იგი დამთვალიერებელს დაუვიწყარ მოგონებებს სთავაზობს. მუზეუმში ახალი ტექნოლოგიების საშუალებით  ბარათაშვილის ჰოლოგრამა წარმოდგენილი, რომელიც კითხულობს სხვადასხვა ლექსებს, ასევე აუდიო გიდისა  და 3D ინსტალაციების საშუალებით წარმოდგენილია ლექსები, მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანი დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა მისი შემოქმედება საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია.

საქართველოში ასევე ცოტა ხნის წინ გაიხსნა ციფრული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სრულიად მორგებულია თანამედროვე ტენდენციებს. მსოფლიოში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building ტოკიოში, კუნძულ ოდაიბაზე 2018 წელს გაიხსნა. თბილისში მუზეუმი 3 დარბაზს აერთიანებს, რომელიც როგორც ქართველი ასევე უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებს სთავაზობს დამთვალიერებლებს. ვიზიტორებს საშუალება აქვთ იმოგზაურონ ხელოვნების სამყაროში, რომელიც  რეალობასთან მაქსიმალურად არის მიახლოებული.