ტურ-მენეჯერის მოსამზადებელი კურსი გამყვან ტურიზმში (მეორე ნაკადი)

ტრენინგის შესახებ

  • ხანგრძლივობა: 60 საათი
  • კატეგორია:
  • სერტიფიკატი: დიახ
  • მდებარეობა: ჰაბინეტი
  • ენა: ქართული
  • ნახვა: 5927
  • წინაპირობები: არა
  • სირთულე: დამწყები
  • დაწყება: 06/05/2019
 

აღწერილობა

მეორე ნაკადზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი !

● ვისთვის არის ეს ტრენინგი საინტერესო ?
ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს, ჩაერთოს და დაიწყოს მუშაობა გამყვანი ტურიზმის მუდმივად განვითარებად და საინტერესო ინდუსტრიაში.

● რატომ ჩვენი ტრენინგი?
ეს არის საქართველოში წარმატებული ტურისტული კომპანიების პროფესიონალი და მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილების კადრით დაკომპლექტებული ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული, თანამედროვე და ინოვაციური სწავლის მეთოდებით დროის მოკლე პერიოდში კადრის ხარისხიანად მომზადებას და ხელშეწყობას მათ შემდგომ დასაქმებაში.

● ტურ მენეჯერი შეისწავლის და გაეცნობა ყველა იმ საკითხს რაც საჭიროა საზღვარგარეთ ტურების სწორად დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის:
• სასტუმროების დაჯავშნის არხები. სასტუმროების დაჯავშნის სპეციფიკა;
• ექსკურსიების, ტრანსფერების, მატარებლების დაჯავშნა;
• ავიაბილეთების დაჯავშნის ზოგადი პრინციპები;
• სავიზო და სასაზღვრო პროცედურები;
• გეოგრაფიული არეალები, პოპულარული მიმართულებები, სპეციფიური მოთხოვნის ტურები;
• ტურების კალკულაცია;
• მომხმარებლისთვის ტურისტული პაკეტების შეთავაზების სპეციფიკა;
• ეფექტური გაყიდვები;

სილაბუსი – http://bit.ly/2PzUdAy

● ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მოწვეული სტუმრები (და მათი საქმიანობა) ტურიზმის სფეროდან, საერთაშორისო ტურისტული კომპანიების და ავიაკომპანიების წარმომადგენლები.

● რატომ “ტურიზმის ორგანიზაცია”?
ტრენერები თავიანთი გამოცდილების საფუძველზე პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით მიაწვდიან იმ ძირითად ინფორმაციას, რაც აუცილებელია ტურიზმის კონკრეტული მიმართულებების ოპტიმალური მართვისათვის.

● სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული სერტიფიკატი.

● უპირატესობა:
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაეწევათ რეკომენდაცია და მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ ტურისტულ კომპანიებში.

● ტრენინგის დღეები/საათები:
დაწყების თარიღი: 6 მაისი
ტრენინგის საფასური: 840 ლარი
კვირაში სამი დღე, ორი თვის განმავლობაში, 24-ჯერ ორ საათიანი შეხვედრები (ჯამში 60 საათი)
ორშაბათი – ოთხშაბათი  – პარასკევი – 19:00 საათიდან 21:30-მდე

● ანგარიშსწორების პირობები:
შესაძლებელია თანხის ორ-სამ ნაწილად გადახდა. სტუდენტებს ტურიზმის განვითარების ცენტრი დაუფინანსებს სწავლის 20 % – ს

● კურსზე ჩაწერა – http://bit.ly/2JECJnn

ტრენინგები ჩატარდება ჰაბინეტი • Habinet – ში.

●+995 32 24 24 1 24
●+995 598 74 74 54
●მისამართი: მელიქიშვილის N17-19
●info@to.edu.ge
●www.to.edu.ge

 
 

ტრენერები

  • 10 წლიანი გამოცდილება, ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”-ს ტურების მენეჯერი;

  • 11 წლიანი გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურისტული კომპანია “კაპიტან +”-ის მმართველი პარტნიორი, ტურ ოპერატორი.

  • 16 წლიანი გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურისტული კომპანია “Via Travel Lufthansa City Center”, პროდუქტების განვითარების მენეჯერი.

  • “მუზენიდის თრეველ თბილისის” გენერალური დირექტორი საქართველოში.

  • საერთაშორისო ტურ ოპერატორ “Pegas Touristik“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე 9 წლიანი გამოცდილებით.

  • 5 წლიანი გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურისტული კომპანია “კაპიტან +”-ის გენერალური მენეჯერი, ტურ ოპერატორი.